როგორ დავამაგროთ ტელევიზორი სწორად კედელზე

როგორ დავამაგროთ ტელევიზორი სწორად კედელზე

პრაკტიკულად თითოეულ სახლში არის ტელევიზორი , ხანდახან – რამოდენიმეც კი . ყველაზე ხშირად იგი ასოცირდება ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარების საუკეთესო საშუალებასთან  . ჩვენი მზერა მიპყრობილია ამ ელექტრონული მოწყობილობისკენ საკმაოდ ხშირად  და არ აქვს მნიშვნელობა ტელევიზორი გადმოცემს სატელევიოზიო არხებს თუ უბრალოდ ვუყურებთ ფილმებს .

მოდით ვნახოთ , როგორ უნდა დავამონტაჟოთ ტელევიზორი კედელზე  , რომ ეს იყოს მაქსიმალურად კომფორტული , უსაფრთხო და მოხერხებული ოჯახის ყველა წევრისთვის . წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ყველა პუნქტი ყურადღებით , პარალელურად თვალ იგადაავლეთ კონკრეტულად თქვენი ოთახი შესაძლებლობებს . ამ სტატიაში ყველა რჩევა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ამიტომ ერთი მათგანის შეუთავსებლობაც კი თქვენს ოთახთან გამოიწვევს უკვე დაგეგმილი გეგმარების დარღვევას .

rogor ganvalagot televizoris kedelze

1. ოთახის რომელ ნაწილში უნდა განვათავსოთ ტელევიზორი

ტელევიზორის ოთახში განლაგების ადგილს ხშირ შემთხვევაში ავეჯი გვკარნახობს . პირველ რიგში ჩამოყალიბდით იმაში , თუ ოთახის რომელი წერტილიდან მოგიწევთ ტელევიზორის ყურება . ეს შეიძლება იყოს სამეული , სასადილო მაგიდა , სამზარეულოს სამუშაო ზონა  – თუმცა შეიძლება სხვა ვარიანტებიც .

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ტელევიზორის განლაგებას ფანჯრის მიმართ . თუ ეკრანი იქნება ფანჯრის საპირისპირო მხარეს , დიდი ალბათობაა იმის , რომ იგი აირეკლავს ფანჯრის სინათლეს და თქვენ ვერაფრის წესიერად დანახვას ვერ შეძლებთ . ამ სიტუაციაში გამოსავალი არის ფანჯრის როლეტები ან ფარდები , ეფექტით – “ბლექაუთ” – ი

[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]

დაფიქრდით რამდენად ხართ მზად ყოველი ტელევიზორის ყურებისას , მთლიანად ჩამოაფაროთ ფანჯრებს ფარდები . მათთვის ვისასც ტელევიზორის განლაგება ექნება სწორედ ესეთი , გირჩევთ ელექტრონულ კარნიზებს , რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ ოთახი ჩააბნელოთ პულტით ან პლანშეტის მეშვეობით . ეს კომფორტი არც ისე ძვირია .
rogor ganvalagot televizoris kedelze

2. რა სიმაღლეზე უნდა დავკიდოთ ტელევიზორი 

თუ თქვენ აპირებთ ტელევიზორის ყურებას სამზარეულოში , მაგალითად გაზის ზედაპირთან დგომისას , დადექით წარმოსახვით ან უკვე არსებულ სამუშაო ზედაპირთან და სწრაფად გაიხედეთ კედლის იმ ნაწილისკენ სადაც ფიქრობთ ტელევიზორის ჩამოკიდებას . იმ ადგილას სადაც თვენი მზერა მოხვდა , უნდა დაიმახსოვროთ აღნიშვნით .  ამ წერტილში უნდა იყოს მონიტორის ცენტრი .  ტელევიზორის სიმაღლეზე განთავსებაც სწორედ ასეთი პრინციპით უნდა შეირჩეს . სტანდარტები ამ საკითხში ძალიან ზედაპირულია . ამიტომ არაფერი არ არის უფრო კარგი ვიდრე საკუთარი თვალით გადამოწმება .

rogor ganvalagot televizoris kedelze

3. როგორ მივამაგროთ სწორად ტელევიზორი კედელზე

თუ თქვენი ოთახის გეგმარება გულისხმობს ტელევიზორის კედელზე დამაგრებას ,  პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ტექნოლოგიური შესაძლებლობა ამ პროცესის შესასრულებლად . დაიმახსოვრეთ – გიფსკარდონის კედელზე მძიმე მონიტორის დაკიდება არ შეიძლება . 30-35 კგ -მზე მეტს გიფსკარდონი ვერ გაუძლებს .

აგურით ან ბლოკით ნაშენებ კედელზე მონტაჟის განხორციელება შეიძლება კრონშტეინით . ამ დროსაც წინასწარ დარწმუნდით იმაში , რომ დუბელების განლაგების ადგილას არ გადის კედელში ელექტროობის კაბელები

კრონშტეინები არსებობს როგორც მყარად ფიქსირებული , აგრეთვე რეგულირებადი . ჩვენ გირჩევთ ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოთ მობილური ვარიანთი .

rogor ganvalagot televizoris kedelze

4. სად დავმალოთ გაყვანილობა და კაბელები

თუ თქვენი ბინა ეხლა იმყოფება რემონტის პროცესში , წინასწარ დააპროექტეთ და სწორად მოამზადეთ ადგილი სადაც ტელევიზორი უნდა დაკიდოთ და მოაწყვეთ სწორი დაკაბელება მისთვის . ის რაც თქვენ დაგჭირდებათ აუცილებლათ  – 3 ჩვეულებრივი შტეფცელი მონიტორს უკან და 1 საკაბელო . მათში თქვენ ჩართავთ პლაზმურ ტელევიზორს , ტიუნერს ან Wi-Fi ადაპტერს . ყველა ეს გამოსასვლელები შეიძლება კარგად დამალოთ თავად ტელევიზორის პლაზმის უკან , 8 -10 სმ -ის მოშორებით ტელევიზორის ზედა ან ქვედა კიდიდან .

თუ რემონტი უკვე დაწყებული გაქვთ , ყველა კაბელი შიძლება დაიმალოს კაბელ – კოლოფში და ასე მიიყვანოთ ტელევიზორამდე . მოგვიანებით ამ კოლოფის გამოფმება შეიძლება კედლის სტილში .

rogor ganvalagot televizoris kedelze

5. როგორ შევარჩიოთ ტელევიზორის დიაგონალის ზომა 

ბევრი ტელევიზორის თაყვანისმცემლები ოცნებობენ დიდ პლაზმაზე . ესეთი ტელევიზორის ყიდვა რთული არ არის , მაგრამ სანამ ამას იზავთ , შეამოწმეთ , თქვენი ოთახის პარამეტრები , რამდენად იძლევა  ჯამრთელობისთვის უსაფრთხოდ  ყურების შესაძლებლობას .

მონიტორიდან თვალებისთვის უსაფრთხო და კომფორტული მანძილი – 3-4 დიაგონალია ეკრანის

rogor ganvalagot televizoris kedelze

ანუ 40 დიუიმიანი ტელევიზორს უნდა უყუროთ 80  – 120 დუიმიდან .  ( 1 დუიმი 2,54 სმ -ია ) . ეხლა შეიძლება გაითვალოს , ის რომ ადამიანის თვალები რომელიც უყურებს 40 დიუიმიან ტელევიზორს , უნდა იყოს მისგან დაშორებული 3-4 მეტრით .
rogor ganvalagot televizoris kedelze

Comments

comments