როგორ დავფაროთ უსწორმასწორო ზედაპირის მქონე კედელი
უსწორმასწორო კედლები ნაცნობი პრობლემაა ბევრი ადამიანისთვის , ეს საკითხი განსაკუთრებით ძველაშენებულ სახლებშია აქტუალური . სტატიაში გაეცნობით ამ პრობლემბის მოგვარების საინტერესო გზებს .
1 . დაფარეთ დეფექტები საინტერესო შპალერით – თუ უსწორმასწორო კედლებს ერთ ფერში შევღებავთ , ამით მხოლოდ გამოვკვეთთ მის არაერთგვაროვნებას . დამოკვეთილი ორნამენტის მქონე ან ფოტო – შპალერის საშუალებით ეს პრობლემა დაიფარება .
2 . არაერთგვაროვანი ზედაპირის მქონე კედლები შესაძლოა სულაც არ აღვიქვათ პრობლემად . თუ მათ დეკორატიულ დანიშნულებას მივცემთ და ლოფტის სტილის ნაწილად ვაქცევთ , შესაძლოა კედლის უსწორმასწორობა პრობლემიდან არაჩვეულებრივ დეტალად იქცეს . ამ შემთხვევაში შეგიძლიათ არც კი მოაპირკეთოთ ზედაპირი .
3 . გამოიყენეთ ხის პანელები – ხის პანელები მხოლოდ კედლის უსწორმასწორო ზედაპირს კიარ დაფარავს , არამედ ინტერიერს ორიგინალურობას შესძენს . ნატურალური მასალების სიძვირის გამო შეგიძლიათ შედარებით ბიუჯეტური ხის ფაქტურის მქონე პანელები გამოიყენოთ .
4 . გადაიტანეთ ყურადღება დეკორატიულ ნივთებზე – კედლის ზედაპირის არაერთგვაროვნებიდან ყურადღება რომ გადაიტანოთ , ამისთვის რამდენიმე პოსტერი , ნახატი ან სურათიც საკმარისი იქნება . დაკიდეთ ისინი კედლის იმ ნაწილში , სადაც ყველაზე მეტადაა უსწორმასწორობა თვალშისაცემი .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ