სახლი ინდუსტრიულ სტილში
დიზაინერებმა ალექსანდელი სენჩუგოვმა და ევგენია აბორინამ შექმნეს კონცეპტუალური ინტერიერი ორი აპარტამენტის კომბინირებით ( 265 კვ.მ. ) . ინტერიერი ინდუსტრიული ელემენტებითაა დატვირთული . გახსნილი გეგმარება მდიდრულ გარემოს ქმნის დიდი სამზარეულოთი და თანამედროვე სასადილო სივრცით .
თანამედროვე დივანი დასასვენებელ სივრცეს გამოყოფს დანარჩენი ზონებისგან . დიდი ფანჯრები ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფენ და დიდ სივრცეს ვიზუალურად კიდევ უფრო ზრდიან .
ინტერიერში გამოყენებული ხე , მეტალი და ბეტონის კედლები ინდუსტრიულ ხასიათს ქმნიან .
ტელევიზორის კედელი შავ-თეთრი მცენარეების პრინტიანი შპალერითაა მოპირკეთებული .
ჭაობისფერი სკამები , და ამავე ფერის დეტალები ბალიშების სახით , ნაცრისფერ ინტერიერს აცოცხლებს . ხის თბილი , ოდნავ მუქი დაძველების ეფექტიანი იატაკი კი საოცრად ათბობს გარემოს .
ინტერიერში გამოყენებული განათებები და საინტერესო ჭერი ინტერიერს საინტერესოს ხდის . მეტალის ელემენტებით და ორიგინალური ბრებითაა გაფორმებულია კედლებიც .
კაბინეტში სტილი არ ირღვევა , ნაცრისფერი ავეჯი და ხის პანელებით მოპირკეთებული კედლის ნაწილი ბეტონის კედლების სიცივეს აბალანსებს . პანელებზე დაკიდებული საინტერესო მცენარეები აცოცხლებენ გარემოს .
საერთო აბაზანა სახლის ყველაზე ღია და ნათელი ნაწილია . ფერადი აქცენტებითა და სიძველის ეფექტის მქონე ფილები ინარჩუნებენ ინდუსტრიულ ხასიათს . თუმცა მუქი ფერები დუშის , განათების , რადიატორის , სხვადასხვა ელემენტების , კარისა და ხელსაბანის კედლით შემოდის .
საძინებლის ერთი კედლის ნაწილი ლურჯი და შავი ტონალობების დეკორატიული ნალესითაა მოპირკეთებული . საწოლის საზურგე – კედელი იატაკის იდენტური მასალითაა მოპირკეთებული და თაროებითაა გაფორმებული . კედელი ჭერზე გადადის და თბილ გარემოს ქმნის . შავი რადიატორები , პატარა დივანი და ტორშერი ინდუსტრიულ გარემოს ინარჩუნებს .
საძინებლის აბაზანაში შავი ფერი დომინირებს , თუმცა, თბილი ხისფერი დეტალები აქაც შემოდის .