ხის პანელები ინტერიერის მოსაპირკეთებლათ
ხის პანელები ინტერიერის მოსაპირკეთებლათ
შერჩევის პრინციპები და მონტაჟი
პრაკტიკულობით და მომხიბვლელი შეხედულებით ხის პანელები გამოირჩევიან ინტერიერის მოსაპირკეთებელ მასალებთა შორის . პანელები დღესდღეობით სულ უფრო და უფრო პოპულიარული ხდება . განვიხილოთ შერჩევის თავისებურებები და მონტაჟის პრინციპები .
ხის პანელები : ფუნქცია , უპირატესობა და ნაკლი
ხის პანელებით აპირკეთებენ როგორც შიდა ასევე გარე კედლის ნაწილებს . მაგრამ , ყველაზე ხშირად მათ იყენებენ ინტერიერის ( შიდა კედლების ) მოსაპირკეთებლათ . მათი დახმარებით , კედლები , დიზაინერული კონსტრუქციები , ტიხრები ან ჩაშენებული ავეჯი , იძენს გაცილებით პრეზენტაბელურ შეხედულებას .
პანელის ძირითადი შემადგენელი არის ხე . ხის პროცენტულ შემადგენლობაზეა დამოკიდებული პანელის ფასი . ყველაზე ძვირად ღირებული პანელები შედგებიან ნატურალუი ჯიშის ხისგან .
ინტერიერის მოსაპირკეთებლათ გამოყენებული ხის პანელების დანიშნულებაა :
- კედლების გამოყოფა ( ვიზუალურად ) , მნიშვნელოვანი დიზაინ ელემენტის სახით .
- სივრცეში სხვადასხვა სტილის გაერთიანება
- გარე კედლების დათბუნება
- ბგერაიზოლაციის მახასიათებლეის გაზრდა
- ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნა
- კედლებსა და ჭერზე დეფექტების დამალვა
- ინტერიერის რესპექტაბელობის გაზრდა
პრაქტიკულობის გარდა პანელები გამოირჩევიან შეხედულების ორიგინალობით , მაღალი ხარისხით და ექსპლუატაციის სიხანძლივით . მოპირკეთების ესეთი ტიპი დიდი ხანი ინარჩუნებს პირველად შეხედულებას .
ხის პანელები გამოსადეგარია როგორც სააგარაკე სახლებისთვის , ასევე ბინებისა და საოფისე ფართებისთვის . მათი წარმოებისთვის იყენებენ ძვირფას ხის ჯიშებს , ამიტომ მათი ვიზუალური მხარე დიდ ხანს ახარებს თვალს . პანელები აგრეთვე არის მრავალი სხვადასხვა ფორმის , ფერის და ტექსტურის , ამიტომ ადვილია მათი შერჩევა ნებისმიერი სტილის ინტერიერისთვის .
განვიხილოთ ხის პანელების ძირითადი უპირატესობები :
- ესთეტიური მომხიბვლეობა . ხის პანელებით ინტერიერი ხდება უნიკალური , განსაკუთრებული და მყუდრო .
- ეკოლოგიურობა . პანელის საჭყისი ნატურალური ხეა , იგი არ არის მავნე ჯამრთელობისთვის , აბალანსებს ოთახში ტენიანობას და ქმინის მიკროკლიმატს .
- პრაკტიკულობა . ხის პანელების მოვლა საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს სპეციალურ საწმენდ საშუალებებს . საკმარისია პანელების ნოტიო ტილოთი გაწმენდა , რითიც ისინი არ კარგავენ ვიზუალურ შეხედულებას .
- ადვილი მონტაჟი . ხის პანელების მონტაჟისას არ არის აუცილებელი განსაკუთრებული გამოცდილება , არ საჭიროებს სპეციფიური ხელსაწყოების გამოყენებას .
- სითბოს გატერების დაბალი მაჩვენებელი . თუ კედლები ან ჭერი ხის პანელებით არის მოპირკეთებული , ზამთარში იგი არ გაატარებს სიცივეს , შესაბამისად ინტერიერში შენარჩუნდება სითბო .
- შესანიშნავი ბგერაიზოლაცია . ატმოსფერო ინტერიერში ხდება გაცილებით სასიამოვნო როდესაც ხის პანელები ახშობენ არასასურველ ხმაურს .
- სიმყარე და კარგი ეკსპლუატაციური მაჩვენებლები . ხის პანელებს აქვს კარგი მედეგობა ბუნებრივი ან მექანიკური ზემოქმედების მიმართ .
- ხის პანელების მონტაჯამდე არ არის კედლების მომზადების ან გასწორების საჭიროება . ამიტომ ზედმეტი ხარჯი მცირდება .
- მისაღრები ფასი ხის პანელებს ხდის მიმზიდველს მომხმარებლებისთვის .
- კიდევ ერთი უპირატესობა ხის პანელების არის მრავალფეროვანი არჩევანი , ფერების , ფორმების და ტექსტურების მხრივ .
დიდი უპირატესობის გარდა ხის პანელებს აქვს მცირე ნაკლი .
- დაბალი ნესტგამძლეობა , ხავსის გაჩენის საშიშროება , სოკოს გაჩენის საშიშროება და ლპობა – ამიტომ მოპირკეთების ეს მეთოდი მიზანშეწონილი არ არის ინტერიერებისთვის მაღალი ტენიანობით .
- ანტიკოროზიული ხსნარით დამუშავების საჭიროება – ხის პანელები საჭიროებენ პერიოდულათ სპეციალური ხსნარებით დამუშავებას .
ხის პანელები ინტერიერში : გამოყენების მნიშვნელოვანი თავისებურებები
არსებობს რამოდენიმე ხერხი ხის პანელების ინტერიერში გამოყენების , გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს :
- ჰორიზონტალური დამაგრება . ასეთი ხერხი პანელების კედელზე მიმაგრების საშუალებას იძლევა . პანელებეის გაკვრის ესეთი ტიპი , ინტერიერს ხდის უფრო სტილიზირებულს , გარდა ამისა ვიზუალურად კედლები უფრო გრძელი და დიდი ჩანს . ინტერიერის თანამედროვე გამორმების დროს ხის ჰორიზონტალური პანელების გაკვრა ხდება ან ერთ კონკრეტულ კედელზე ან მის ამორჩეულ ნაწილზე , რითაც კედელი ხდება გამოყოფილი სხვა კედლებისგან .
- ვერტიკალური მონტაჟი წარმოადგენს უფრო გავრცელებულ ხერხს და ყველაზე ხშირად იყენებენ სამუშაო სივრცის და კაბინეტების მოსაპირკეთებლათ . ასეთი მოპირკეთების წყალობით შესაძლებელია ინტერიერის მკაცრი სტილის ხაზგასმა და მისი უფრო პრეზენტაბელურობის ამაღლება .
- საშუალო ზომის ვერტიკალური ხის პანელების გამოყენება ინტერიერის მფლობელის განსაკუთრებულ გემოვნებაზე მიგვითითებს .
- მთლიანი ან ნაწილობრივ მოპირკეთებას იყენებენ არა მარტო კედლებზე , არამედ ჭერზეც . ჭერის ხის პანელების მოპირკეთება ყველაზე ხშირად გამოიყენება აგარაკის სახლებში .
ხის პანელების სახეობები
პანელები გაკვრის მდებარეობის მიხედვით არის :
- კედლის
- ჭერის
ხის პანელები კედლის მოსაპირკეთებლათ გამოირჩევა მაღალი გამძლეობით მექანიკური დაზიანებების მიმართ . ამის გარდა ესეთი პანელები ადვილად იწმინდება და მათ უფრო გამოხატული შეხედულება აქვთ .
ხის პანელები ჭერისთვის გამოირჩევა მაღალი მდგრადობით სინესტის მიმართ , მაღალი თბოიზოლაციით და მონტაჟის სიმარტივით .
ხის პანელები შემადგენლობის პროპორციულობით იყოფა შემდეგ ნაწილებათ :
- პანელები ნატურალური ხის მასივისგან
- პანელები დამზადებული ლამინირებული ხის მასალისგან
- მდფ – ის პანელები
- საცობის ტიპის პანელები
- დსპ – ს პანელები
ყველაზე ძვირადღირებულია პანელები ნაურალური ხისგან . ამის გარდა მათ აქვთ ყველაზე ლამაზი შეხედულება , რადგან მთლიანად ასახავენ ხის სტრუქტურას . ასეთი პანელები გამოირჩევიან ექსპლუატაციის ყველაზე მაღალი პერიოდით .