როგორ შენდებოდა Burj Khalifa
როგორ შენდებოდა Burj Khalifa
Burj Khalifa დღევანდელი დღისთვის ყველაზე მაღალი შენობაა მსოფლიოში . მის შესასვლელთან განთავსებულ აბრაზე , შეგიძლიათ წაიკითხოთ : ” მე ვარ ქალაქის და მისი მაცხოვრებლების გული , დუბაის ბრწყინვალე ოცნება , უფრო მეტი ვიდრე დროის მომენტი , მე განვსაზღვრავ მომენტს შემდეგი თაობებისთვის , მე ვარ ბურჯ ხაკუფა ”
Burj Khalifa – ს მშენებლობა დაწყებულ იქნა ემირატების ყველაზე მდიდარი კომპანიის – Emaar Properties – მიერ . პროექტი ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ არქიტექტორს ედიან სმიტს ( adrian smith ) , რომელსაც უკვე ჰქონდა გამოცდილება მსგავსი ნაგებობების პროექტირების . ადრიანი ერთ – ერთი ავტორია ჩინეთის ცათაბრჯენის ” ცზინ მაო ” .
დუბაის ცათაბრჯენი პროექტირდებოდა როგორც ” ქალაქი ქალაქში ” – საკუთარი გაზონებით , ბულვარებით და პარკებით . შენობის საერთო ღირებულება – დაახლოვებით – 1,5 მილიარდი დოლარია . პროექტი შეიმუშავა ამერიკულმა არქიტექტურულმა ბიურო Skidmore, Owings and Merrill – მა , ამ საპროექტოს ეკუთვნის უილლის თაუერი , ჩიკაგოში , მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 1 , ნიუ იორკში .
გენერალური შემსრულებელი – კონტრაკტორის რანგში , შერჩეული იქნა სამშენებლო დანაყოფი , სამხრეთ კორეული კომპანოა Samsung , რომელიც აქამდე მონაწილეობდა პეტრონას ტრუპი ცათაბრჯენების მშენებლობაში , კუალა – ლუმპურში .
თავიდანვე Burj Khalifa იგეგმებოდა როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა . როდესაც შენობა ჯერ კიდევ შენდებოდა , მისი საპროექტო სიმაღლე საიდუმლოთ ინახებოდა , ეს კეთედბოდა იმ შემთხვევისთვის , თუ სადმე დაიწყებოდა პროექტირება ცათაბრჯენის უფრო მაღალი სიმაღლით – ასეთ შემთხვევაში , შენობის პროექტში შეძლებდნენ კორექტირების შეტანას .
Burj Khalifa – სალვამძო ელემენტია დუბაის ახალ ბიზნეს ცენტრში . კომპლექსში განთავსებულია სასტუმრო , საცხოვრებელი ბინები , ოფისები და სავაჭრო ცენტრები . შენობას სამი დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს : შესასვლელი სასტუმროში , შესასვლელი აპარტამენტებში და შესასვლელი საოფისე ზონებში .
სასტუმრო Armani და ოფისები განლაგებულია 1 -დან 39 – ე სართულამდე ( 17 -ე და 18 – ე სართულის გარდა , ეს სართულები ტექნიკური დანიშნულების არის ) . სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე თავად კორკიო არმანიმ იმუშავა . 900 საცხოვრებელი აპარტამენტი განლაგებულია 44 დან 72 სართულამდე და 77 დან 108 სართულებზე . მეასე სართული მთლიანად ეკუთვნის ინდოელ მილიარდელს ბ . რ . შეტტის . ( სამი აპარტამენტი , თითეულის ფართი 500 კვ.მ ) საოფისე ფართებს უკავით 111 სართულიდან 121 სართულამდე , 125 სართულიდან 135 სართულამდე და 139 დან 154 სართულამდე . 43 – ე და 76 სართულებზე განლაგებულია ტრენაჟორების დარბაზი , ბასეინი ღია ხედით და ჯაკუზი . ყველაზე მაღლა სივრცე ღია გადმოსახედით , განლაგებულია 124 -ე სართულზე , რომელიც მიწიდან 505 მეტრ სიმაღლეზეა . 122 სართულზე მდებარეობს რესტორანი ატმოსფერო ( « At.mosphere » ) , რომელიც იტევს 80 სტუმარს . აღსანიშნავია რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალ სიმაღლეზე მდებარე რესტორანი .
შენობის ქიმნი , დეკორატიული მნიშვნელობის გარდა ითავსებს ტელეკომუნიკაციის ფუნქციებსაც .
ფასადზე გამოყენებული შუშები არ ატარებენ უდაბნოს მტვერს და იგერიებენ მზის სხივებს , რითიც იძლევიანშენობაში ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას . შენობის საერთო სართულების ფართების ჯამი დაახლოვებით 17 საფეხბურთო სტადიონის ფართია . Burj Khalifa -ს ფანჯრებს ყოველდღიურად წმინდავენ , თუმცა ყველა ფანჯრის გაწმენდაზე 3 თვე იხარჯება .
სპეციალურად Burj Khalifa – სთვის შემუშავებულ იქნა ბეტონის განსაკუთრებული მარკა , რომელიც უძლებს ტემპერატურას +50 გრადუს ცელსიუსამდე . რომელსაც ასხავდნენ მხოლოდ ღამით , ჩასხმისას ხსნარში ყინულს უმატებდნენ .
შენობაში განლაგებულია 57 ლიფტი , ამის მიუხედავად მხოლოდ მომსახურე პერსონალის ლიფტი მოძრაობს პირველიდან ბოლო სართულამდე . ცათაბრჯენის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს უწევთ სართულებს შორის ერთიდან მეორე ლიფტში გადაჯდომა . ეს ლიფტები ყველაზე სწრაფია მსოფლიოში , რომლების ანვითარებენ სიჩქარე 18 მეტრი / წამში .
შენობაში ჰაერი არამარტო გრილდება , არამედ არომატიზირდება კიდეც , სპეციალური მემბრანების საშუალებით . ეს არომატები შეიქმნა სპეციალურად Burj Khalifa – სთვის , რომლებიც ჰაერთან ერთად იატაკზე დამონტაჟებული ცხაურების საშუალებით ვრცელდება .
ცათაბრჯენის ძირში მდებარე ხელოვნურ ტბაში , რომელიც გაშლილია 11 ჰეკტარზე , მდებარეობს მუსიკალური შადრევანი . დუბაის შადრევანს ანათებენ 6600 სინათლის წყაროთი და 50 ფერადი პროჯეკტორით . შადრევნის სიგრძე შეადგენს 275 მეტრს , ხოლო შხეფის სიმაღლე აღწევს 150 მეტრს .
შენობის გეგმარება სართულების მიხედვით
სარული დანიშნულება
160-163 ტექნიკური
156-159 კავშირი და რადიომაუწყებლობა
155 ტექნიკური
139-154 ოფისები
136-138 ტექნიკური
125-135 ოფისები
124 ოფსერვატორია
123 გადმოსახედი აივანი
122 რესტორანი At.mosphere
111-121 ოფისები
109-110 ტექნიკური
77-108 აპარტამენტები
76 გადმოსახედი აივანი
73-75 ტექნიკური
44-72 საცხოვრებელი ბინები
43 გადმოსახედი აივანი
40-42 ტექნიკური
38-39 სასტუმრო Armani – ს აპარტამენტები
19-37 სასტუმრო Armani – ს ნომრები
17-18 ტექნიკური
9-16 სასტუმრო Armani – ს ნომრები
1-8 სასტუმრო Armani
ნულოვანი სართული – სასტუმრო Armani , ვესტიბიული , B1-B2 ავტოსადგომი