სატრანსპორტო კვანძი
სატრანსპორტო კვანძი
სატრანსპორტო კვანძი სანტიაგო კალატრავას პროექტის მიხედვით ნიუ – იორკში
სატრანსპორტო კვანძის დიზაინი მსოფლიო სავაჭრო ცენტრისთვის შემოთავაზებულ იქნა ესპანელი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას მიერ ჯერ კიდევ 2004 წელს . ადგილი ნაგებობისთვის გამოყოფილ იქნა ქვედა მანჰეტენზე , ” ტყუპების ” აღმოსავლეთით .
შენობა ფაქტიურად შემცვლელია ჩქაროსნული გზის – Port Authority Trans-Hudson , რომელიც განადგურებულ იქნა 2001 წლის 11 სექტემბერს , გზა უზრუნველყოფდა კავშირს ნიუ – იორკის მეტროსა და საფეხმავლო გზას ცათაბრჯენებს შორის .
სტრუქტურა Oculus ფორმირებულია ძლიერი ლითონის კონსტრუქციებით , რომლებიც ზემოთ აწევისას , ქმნიან გაშლილი ბრთების ილუზიას – რითაც ორი დიდი გადახურვის შექმნის შესაძლებელობა გახადა . მიუხედავად იმისა რომ , ესეთი ფორმა გვაგონებს არქიტექორის მრავალ ნამუშევარს , იგი მაინც ქმნის ჩიტის გამოსახულებას , რომელიც ფრინდება ბავშვის ხელებიდან .
სკულბტურული ფორმა იქმნება რიტმული გამეორებადი ლითონის კონსტრუქციების წყალობით . შუშები ჩასმული კონსტრუქციებს შორის , შენობის მზის სხივებით განათების საშუალებას იძლევა . შუქი , როგორც აღნიშნავს კალტრავა , არის სტრუქტურული , პროექტის მნიშვნელოვანი ელემენტი . აგრეთვე სინათლეს აქვს იმედისა და ცხოვრების ძალის სიმბოლური ხასიათი .
ღამე განათებული Oculus – ი იქნება მანათობელი რეკონსტრუირებად მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამშენებლო მოედანზე . ყოველი წლის 11 სექტემბერს , ისევე როგორც გაზაფხულსა და ზაფხულში , შემინული სახურავი შესაძლებელია გაიღოს . მშენებლობის დასრულება დაგეგმილია წელს .