დიზაინი

მულტიფუნქციური სივრცე 16 კვადრატულ მეტრში

ტექნოლოგიების და მსოფლიოს განვითარებასთან ერთად , საცხოვრებელი სახლების ფორმები და ზომებიც იცვლება . ადამიანები ცხოვრების წესიდან გამომდინარე სულ უფრო ხშირად  ირჩევენ მცირე ზომის საცხოვრებლებს . მაქსიმალური კომფორტი მინიმალურ სივრცეში მიღწევადია .

multi funqciuri sivrce 16 kvadratul metrshi

სტატიაში წარმოდგენილი 16 კვ.მ. ფართობის მქონე აპარტამენტი პარიზში მდებბარეობს . სახლ-სახელოსნო ორ იტალიელ არქიტექტორს – ენრიკო ბონასა და ელისა ნობილეს ეკუთვნის .

multi funqciuri sivrce 16 kvadratul metrshi

ინტერიერის ნახვისას ყველაზე თვალშისაცემი ჭერია , რომელიც ნაცრისფერი , თეთრი ფერებისა და მინიმალისტური ზედაპირების ფონზე გამოკვეთილია თავისი სიძველის ეფექტით და ასიმეტრიულობით .

multi funqciuri sivrce 16 kvadratul metrshi

სახლში აუცილებლად შენიშნავთ თეთრ კუბს , რომლის ერთი მხარე პატარა სამზარეულოს , წინა მხარე გადმოსაწევ საწოლს , ხოლო შიგთავსი კი აბაზანას აერთიანებს .

multi funqciuri sivrce 16 kvadratul metrshi

კედელზე ტრანსფორმირებადი მაგიდაა , რომელიც გადმოწევისას საკმაოდ დიდი ზომისაა და მისი გამოყენება როგორც სამუშაო , ასევე სასადილო ფუნქციითაც შეიძლება .

multi funqciuri sivrce 16 kvadratul metrshi
multi funqciuri sivrce 16 kvadratul metrshi
multi funqciuri sivrce 16 kvadratul metrshi