თანამედროვე ავეჯი
თანამედროვე ავეჯის დიზაინი გარე სივრცისთვის
მიმდინარე წელს კორონავირუსულმა პანდემიამ კიდევ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილა გარე სოციალიზაციაზე , რადგან ხალხი მონდომებით ეძებს სახლიდან გასვლის შესაძლებლობას თვეეობით კარანტინის შემდეგ . ხალხი ნელ-ნელა გადის ბაღებში , ტერასებზე , აივნებზე , რომლებიც უფრო უსაფრთხოა ხალხთან შესახვედრად , ვიდრე შენობაში . ამისთვის წამყვანმა დიზაინერებმა სტივენ ბარკსმა , პატრიცია ურკვიოლამ , პიერო ლისონიმ , და მარსელ ვანდერსმა წარმოგვიდგინეს გარე ავეჯი .
დივნებიდან და სკამებიდან , რომლებიც გამძლე მასალებით არის შექმნილი , რათა გაუძლონ დატვირთვას მთელი წლის განმავლობაში , აქ წარმოდგენილია უახლესი გარე ავეჯის არჩევანი .
Dala არის გარე დასასხდომი ავეჯი ოჯახისთვის , რომელიც შექმნა ამერიკელმა დიზაინერმა სტივენ ბარსკმა , გარე ავეჯის ბრენდის Dedon – ისთვის , რომელიც დამზადებულია ფილიპინებში შექმნილი ქსოვის ხელოვნური ტექნიკის გამოყენებით .
კოლექცია , რომელიც მოიცავს კლუბის სკამებს , სავარძლებს და დივნებს , გამოირჩევა ულტრაიისფერი რეზისტენტული ბალიშბით და დაფარული ალუმინის ბადის ჩარჩოთი, რომელიც შერწყმულია ამინდისგან დაცული სინთეთიკური ბოჭკოვანი ძაფისგან .
Burks – ის მიერ Dedon – ისთვის ასევე შექმნილია ნაქსოვი გარე ფარნების განათების კოლექცია , ასევე KIDA , ჩამოსაკიდი სავარძელი , რომელიც მრუდე ბუდის ფორმისაა .
ესპანელმა არქიტექტორმა და დიზაინერმა ურკიოლამ შექმნა გარე ავეჯის მთელი რიგი , რომელიც ინფორმირებულია მუღალის იმპერიის კულტურისა დდა არქიტექტურის მიხედვით , გარე ავეჯის ბრენდისთვის Gan .
კოლექცია სახელწოდებით Garden Layers , მოიცავს დღის საწოლებს , ლეიბებს , ხალიჩებსა და ბალიშებს – დამზადებულია 100 % -იანი გადამუშავებული pet – ით , რომელიც შეირჩა იმისთვის , რომ გაუძლოს დატვირთვას და ასევე უკეთესი იყოს გარემოსთვის .
Roda – ავეჯის ასორტიმენტში , რომელიც შექმნა პიერო ლისონიმ , შედის სავარძლები და შეზლონგი , რომელიც შექმნილია უჟანგავი ფოლადისგან , რომლის საშუალებითაც ისინი კომპაქტურად იკეცება და ინახება .
თითოეული სავარძელი შედგება დელიკატური გარეგნობის ფოლადის ბადისგან , რომელსაც მხარს უჭერს სიზუსტით შედუღებული მოხრილი ფოლადის ჩარჩო .
Panarea არის გარე სავარძლების ასორტიმენტი , რომელიც შექმნილია დიზაინის სტუდიის CMP Design იტალიური ბრენდის Perdali – სთვის . სკამებისთვის დამახასიათებელია ფართო ბალიშიანი სავარძლები და გეომეტრიული საზურგეები , რომლებიც ხელითნაქსოვია .
დიზაინერმა დირკ უინაცმა შექმნა ალუმინის პიკნიკის მაგიდა სახელწოდებით Hooper ბელგიელი მწარმოებლებისთვის Extremis . მაგიდა აგებულია ერთი უწყვეტი ნაწილისგან .
Sauve – ის ავეჯი შექმნილია რბილი ქსოვილისგან , რომელიც გამოიყენება როგორც შიდა , ისე გარე გამოყენებისთვის . დივნის სეგმენტები და სხვადასხვა ზომები საშუალებას იძლევა შევქმნათ მრავალფეროვანი კონფიგურაცია , ნებისმიერი სივრცის შესაბამისად .
Bonan არის დივნის სიტემა , რომელიც შექმნილია მთელი წლის სეზონებისთვის გარეთ გასასვლელად , რომელიც ბრენდის Skargaarden – ის დამფუძნებლებმა შექმნეს საკუთარი სახლისთვის . დივანი მოპირკეთებულია წყალგაუმტარი ქსოვილით , რომელსაც აქვს ღია ან მუქი ნაცრისფერი , ხოლო ჩარჩო დამზადებულია ალუმინისგან .
ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ