იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

როგორ ავარჩიოთ საღებავი კედლისთვის

როგორ ავარჩიოთ საღებავი კედლისთვის

იმისთვის რომ , ინტერიერი გამოვიდეს ჰარმონიული , აუცილებელია წარმატებული შერწყმა , ფაქტურა , ფორმა , ფერები აქსესუარებისა და ზედაპირების . თუ თქვენ გადაწყვიტეთ კედლის საღებავით შეღებვა , სწორი ფერის შერჩევას დასჭირდება დრო და ყურადღება , იმისთვის რომ შედეგი კიდევ უფრო დიდხანს გახარებდეთ .

interieris dizaini

იქამდე სანამ დაიწყებთ შეღებვას , უნდა მოამზადოთ კედელი , გაასწოროთ და დაგრუნტოთ , რადგან მის გარეშე მივიღებთ არასასურველ შედეგს , მიუხედავად ძვირადღირებული და ხარისხიანი საღებავებისა .

საღებავების მრავალფეროვნება იმდენად ფართოა , ჩაგაგდებთ საგონებელში , განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც ორი ან სამი ფერის შეხამება გიწევთ . გირჩევთ საღებავის ფერი ბუნებაში არსებულ ფერებთან დააკავშიროთ . მაგალითად :

  • ცისფერი ტონალობა – ესადაგება ქვიშისფერს , თეთრს .
  • ბალახისფერი უხდება თითქმის ნებისმიერ ტონს .
  • თეთრიც აგრეთვე უხდება ყველანაირ ტონალობას .
  • ნაცრისფერი – ჰორმონირებს ვარდისფერთან და პასტელურ ფერებთან .

 შევაფასოდ ოთახის პარამეტრები 

თქვენს წინაშე დგას საკითხი , გადაწყვიტოთ ფერი თქვენი ოთახის ინტერიერისთვის , რომელიც თქვენს ოთახს გახდის უფრო მყუდროს , ნათელს , მსუბუქს ან პირიქით ცოცხალსა და მასულმდგმულებელს . მაგრამ პირველრიგში ჯობია კარგად შევისწავლოთ ოთახის გაბარიტები და განათების კუთხეები .

sagebavi kedlistvis

მაგალითად ოთახი რომელიც ფართოა და აქვს დიდი პანორამული ფანჯრები , მეტი შანსი ეძლევა ჰქონდეს მეტად დამჯდარი და მყარი ფერი . ესეთი სანსი იზრდება უფრო მეტად , თუ ოთახი სახლის სამხრეთშია და დღის სინათლე შემოდის რამოდენიმე საათის განმავლობაში .

ბუნებრივია როდესაც ოთახი პატარაა , ითხოვს ღია და ნათელ ფერებს ,რომ ვიზუალურად გაფართოვდეს სივრცე .

sagebavi kedlistvis

 

გავითვალისწინოთ ოთახის დანიშნულება 

ცნობილია რომ ფერის არჩევა დამოკიდებულია თუ რომელი ოთახის ინტერიერს ვაფორმებთ . ხშირ შემთხვევაში საძინებლისთვის გამოიყენებენ პასტელურ ფერებს ( კრემისფერი , ატმისფერი , ბეჟი , ცისფერი ) რადგან ეს ტონები ამშვიდებენ და თბილ ატმოსფეროს ქმნიან საძინებელში .

მისაღები ოთახის ფერი განპიროვნებულია უშუალოდ ინტერიერისაგან , როგორც მაგალითად , კლასიკური ხასიათის მქონე ინტერიერში – ღია ნათელი ფერებია რეკომენდირებული კედლებისთვის . ვინტაჟის სტილის ინტერიერში – უფრო გაცვეთილი ფერები .  მოდერნის და პოპარტის შემთხვევაში ,  უფრო უპირატესობას ანიჭებენ მკვეთრ ფერებს ნეიტრალურ ფონზე .

sagebavi kedlistvis

ბავშვის ოთახში უმჯობესია , ბუნებრივი ნატურალური ტონების გამოყენება , მაგრამ არა მუქი ფერების . ძალიან ლამაზად გამოიყურება : ხორბლისფერი , ჭრელი , მშვიდი ვარდისფერი , რძისფერი , კაკაოს მარცვლის ფერი . მთავარია ოთახის ზედმეტად გადატვირთვა არ მოგვივიდეს , რადგან ბავშვის ოთახში საკმარისად არის მკვეთრი აქსესუარები .

sagebavi kedlistvis

კედლები სამზარეულოსა და სასადილო ოთახში სასურველია შეიღებოს თბილ ნატურალურ ტონებში , რომელიც აუმჯობესებს მადასა და ხასიათს ( მონაცისფრო – თეთრი , ატმის ყვავილის ფერი , ღია შოკოლადისფერი , სალათის ფოთლის ფერი და ა.შ ) . აგრეთვე საინტერესო იქნება თეთრი , ნაცრისფერი და კრემისფერი ფერების შერწყმა .

 

 

[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]

ავარჩიოთ საღებავის ნიმუში ოთახისათვის 

საღებავის ფერის არჩევისას , ჰკითხეთ საკუთარ თავს , რას ელოდებით ოთახისაგან , როგორ ეფექტს ელით და როგორი ასოციაციები უნდა შეგიქმნათ ინტერიერმა .

როდესაც ინტერიერი წარმოდგენილია , მყუდრო მაგრამ ელეგანტური , შეარჩიეთ ნეიტრალური ფერები , როგორიცაა მაგალითად – ქვიშისფერი – მონაცისფრო , ფერფლისფერი , ვარდისფერი , ხისფერი და ა.შ . თუ თქვენთვის მთავარია პოზიტივი და სიმსუბუქე , შეღებეთ კედლები ნატურალურ ფერებში – თაფლისფერში , ნებისმიერ პასტელურ ტონში .

sagebavi kedlistvis

განსხვავებული სტილის ოთახის გამოსარჩევად შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი ფერები , მაგალითად – მუქი შოკოლადისფერი , იასამნისფერი , ღვინისფერი , ლურჯი .

sagebavi kedlistvis

გავერკვიოთ ფერში და მის ტონალობებში 

როდესაც ჩამოყალიბებული ხართ საღებავის ფერზე , უნდა შეარჩიოთ მისი ტონალობებიც . მაგალითად როგორც მწვანე იყოფა ბევრ ლამაზ ტონებათ – მოცისფრო , ულტრამარინი , სალათისფერი , მოყვითალო .

sagebavi kedlistvis

 

ყვითელიც აგრეთვე – მოხარშული კრემისფერი , თაფლისფერი , ქვიშისფერი , ფერფლისფერი .

მთავარია გაერკვიოთ თბილი ფერების შეხამებაში და ურთიერთ ზემოქმედებაში . მწვანე ითვლება თბილ ფერად , რადგან მწვანის შემადგენლობაში შედის ყვითლის ტონალობაც , ხოლო ფირუზისფერი მწვანე ითვლება ცივ ტონად , რადგან მასში იგრძნობა მონაცისფრო ლურჯი ტონი .

sagebavi kedlistvis

მოვირგოთ საღებავი  

კედლის შეღებვამდე ოთახებში უნდა მოხდეს კედლებზე სინჯის დატანვა . არ იჩქაროთ მთელი კედლის შეღებვა , რამოდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდით საცდელ ნიმუშს , დღის ნებისმიერ პერიოდის განმავლობაში , დღისა და ღამის განათებაში . თუ ამის შემდეგ ფერში ეჭვი აღარ გეპარებათ , დარწმუნებული იყავით – სწორი არჩევანი გაქვთ გაკეთებული .

sagebavi kedlistvis sagebavi kedlistvis sagebavi kedlistvis

Leave a Reply