Ceramiche Refins tiles
Ceramiche Refins tiles
იტალიური ბრენდის ‘’ Ceramiche Refin ‘’ – ის ახალი კოლექციის Reflessi – ის მთავარი მახასიათებელია ნათელი ფერები .
Riflessi – ის ასორტიმენტი შედგება დიდი ფორმატის ფილებით, რომლებიც განკუთვნილია კედლებისა და იატაკებისთვის . მისი ფერების პალიტრის სპექტრი განპირობებულია ხმელთაშუა ზღვის ტონებით .
ფილებს აქვს ასევე დამატებითი ელფერი მწვანის , ლურჯის, ნარინჯისფერის, თეთრისა და ნაცრიფერის , ზოლიანი ვარიაციებით .
ასორტიმენტი მოიცავს რამდენიმე გეომეტრიულ დიზაინს , შთაგონებული ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ტრადიციული ფილებით . ასევე არის მოზაიკა , რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ასიმეტრიული ეფექტის შექმნა .
‘’ Riflessi არის კვლევითი პროექტის შედეგი , შთაგონებული ხმელთაშუა ზღვის რეგიონებით , მათი ატმოსფეროთი, ტრადიციებით და სანაპირო პანორამებით, სადაც მზისა და ზღვის ფერები ერწყმის მცენარეებსა და მიწას ‘’ – ამბობს Ceramiche Refin – ი . Riflessi – ის საშუალებით ინტერიერში შემოდის ბუნებრივი ელემენტები და ქმნის ინტერიერის სცენოგრაფიას .
ფერადი ფილები ორი განსხვავებული ზომისაა 75 x 150 სანტიმეტრი და 75 x 75 სანტიმეტრი , ასე რომ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს როგორც მართკუთხა , ასევე კვადრატული ზომის ფილები .
ამ ხუთი დიზაინის სახელწოდება იტალიურად არის – Arancio , Blu , Verde , Grigio და Bianco .
კოლექციაში ყველაზე დეკორატიული ფილაა Amalfi , კვადრატული დიზანის , რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ფერებსა და მოტივებს და ატარებს იტალიის სამხრეთ – დასავლეთ სანაპროზე მდებარე ლამაზი ქალაქის სახელს . Amalfi – ს ფილებზე გამოსახულია ფოთლების , ლენტებისა და არქიტექტურული ელემენტების გამოსახულებები .
ერთტონიანი ფორმის ფილები აერთიანებს და ქმნის წრეების დაუსრულებელ გამოსახულებას , ამავდროულად Fiore – ს ფილები გამოირჩევა ხვეული ფორმებით, რომლებიც შეიძლება განმეორდეს ან გაერთიანდეს დიდი ყვავილების ნიმუშების შესაქმნელად .
Caleidos არის მოზაიკის დიზაინი , რომელიც სხვადასხვა ზომის ფილების ნაზავია და წარმოდგენილია ხუთ ფერსა და მრავალფეროვან ფორმებში .
‘’ Riflessi საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ ხმელთაშუა ზღვის ტრადიციას მეტნაკლებად ნათელი ელფერებით , ეს დამოკიდებულია თქვენს გარემოსა და დეკორაციის სტილზე ‘’ ამბობს – Ceramiche refin – ი .
ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ