კვადრატული ოთახის ზონირება
კვადრატული ოთახის ზონირება
პრობლემას , რომელსაც ხშირად ბევრი ადამიანი აწყდება არის ერთი ფართის რამოდენიმე ზონად დაყოფა . კვადრატული ოთახის თავისებურება მდგომარეობს იმაში , რომ ასეთი ფორმა საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ზონირების ყველა ტიპის მეთოდი . დიზაინერები თვლიან რომ კვადრატი იდეალურია საფუძველიანი ინტერიერის შესაქმნელად . მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი , რომელიც არაპროფესიონალია ან გამოცდილება აკლია ? ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ფარდებით ან დეკორატიული ტიხრები , ასევე ავეჯი . თითოეულ ამ მეთოდს აქვს თავისი თავისებურებები , ნაკლი და ღირებულებები .
არსებობს განსაზღვრული წესები საძინებლის და სასტუმრო ოთახის გაყოფის , ასევე მცირეფართიანი და ” სტუდიო ” ბინების ზონირებისთვის .
კვადრატული ოთახის ზონირების მეთოდები .
არსებობს სივრცის ზონირების უამრავი მეთოდი . ეს დაკავშირებულია პრობლემის აქტუალობასთან და დიზაინერების მცდელობებთან შექმნან ერთ ფართობზე რამოდენიმე სხვადასხვა ზონა . საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორი ძირითადი მიმართულება , რომელიც თავისი ხასიათით ერთმანეთისგან განსხვავდება .
შეუქცევადია კედლების გადატანის მეთოდი . ესეთი ძირფესვიანი მეთოდი შედეგის გარანტიას იძლევა , მაგრამ მოითხოვს დიდ დროს , ძალისხმევას და ფინანსებს .
ძველი კედლების დანგრევა და ახლის აშნენება არა მხოლოდ სადავიდარობოა , არამედ მოითხოვს სპეციალურ ნებართვას . ასევე არსებობს კედლები , რომელთა დანგრევაც არ შეიძლება .
ეს მეთოდები საშუალებას გვაძლევს მივცეთ ოთახს საჭირო იერსახე , გამოვოთ ზონები და მთლიანად მოვაქციოთ იზოლაციაში კონკრეტული ადგილი , ისე რომ არ დაგვჭირდება არანაირი ნებართვა . ასევე პოპულარულია სინათლით , ფერით და სხვადასხვა ნივთებით სივრცის ზონირება .
ზონირება ავეჯის საშუალებით .
სხვადასზვა ზონების გამოყოფის ერთ – ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია , ავეჯის გამოყენება . მაგალითად , დივანი რომელიც დგას ოთახის ცენტრში , წარმოადგენს შესანიშნავ ტიხარს , რომელიც გამოყოფს სასტუმროს სხვა ზონებისაგან . თუ დივანის ზურგს მივადგავთ საწერ მაგიდას , მაშინვე გასაგები გახდება სად უნდა დაისვენო და სად უნდა იმუშაო . კიდევ ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული საგანია სტელაჟი . მაღალი კონსტრუქცია მკვეთრად გამოყოფს ზონებს . მაგრამ მისი სიმსუბუქე , უნარი გაატაროს სინათლე , მაინც ახერხებს შეინარჩუნოს სივრცის მთლიანობა . ასეთი მეთოდით შეიძლება გამოვყოთ , სამუშაო კაბინეტი , საბავშვო და საძინებელიც კი . რაც შეეხება მაღალი კონსტრუქციებით , ოთახის რამოდენიმე ზონად გატიხვრას რეკომენდირებული არ არის .
ფარდებით ზონირება .
ნაჭრის ფარდები საშუალებას იძლევა მომენტალურად გარდაქმნათ ინტერიერი , ამიტომ ეს მეთოდი სარგებლობს დიდი პოპულარობით . ყველაზე ხშირად ფარდები გამოყენება საძინებელი ზონის გამოსაყოფას , სხვა დანარჩენი ფართობისაგან . ფარდები მაგრდება ჭერზე , უხილავ კარნიზებზე , ასე რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ნაჭრის ტიხრები ოთახის ნაწილია .
ფარდებისაგან შექმნილი ტიხრების უპირატესობა მისი მობილურობაა . ხელის ერთი მოძრაობით ოთახი იყოფა ორ სხვადასხვა ზონად . ასევე ეს კონსტრუქცია არ მოითხოვს მონტაჟის დიდ განსაკუთრებულ ძალისხმევას . კიდევ ერთი ” პლიუსი ” – ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია ტიხრის სტილის და ფერის შეცვლა .
ფარდები არსებობს მასიური და მძიმე , ჩასაბნელებლად (რაც იდეალურია საძინებლისთვის) ასევე მსუბუქი და ნახევრად გამჭვირვალე .
შეიძლება ფარდების ფერის შერჩევა შპალერის მიხედვით , რათა გავაძლიეროთ ეფექტი ან ავირჩიოთ კონტრასტული მასალა , რომელიც თავისკენ მიიპყრობს ყურადღებას .
ზონირების ეს მეთოდი იდეალურია ინტერიერის ნებისმიერი სტილისათვის – კლასიკიდან დაწყებული ლოფტამდე .
რა სახის ხრიკებზე არ მიდიან დიზაინერები , რათა შექმნან მყუდრო და სასიამოვნო ინტერიერი . დეკორატიული ტიხრები იდეალური დამხმარეა ამ შემთხვევაში . განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა თაბაშირმუყაო .
შედარებით დაბალი ფასი და იოლი მონტაჟის გამო ის არის ყველაზე მოთხოვნადი მასალა ტიხრებისათვის . თაბაშირმუყაოს ტიხრები ძირფესვიანად გამოიყურება , თუმცა საჭიროების შემთხვევაში მისი დემონტაჟი იოლია . სიმაღლე , სიგანე ფერი – ყველა ეს პარამეტრი დამკვეთის გემოვნებით ირჩევა . თაბაშირმუყაო დაგვეხმარება სურვილისამებრ დავყოთ ოთახი რამოდენიმე ზონად . სივრცის გადატიხრვა მთლიანობის დარღვევის გარეშე შესაძლებელია მინით . გამჭვირვალე მასალით შექმნილი ტიხრები ატარებენ სინათლეს და ქმნიან მთლიანი სივრცის ილუზიას . სირთულე მდგომარეობს იმაში რომ , ასეთი ტიხრები მოითხოვს რეგულარულ მოვლას . ასევე მინის ტიხრების ფასი არც თუ ისე იაფია . თანამედროვედ გამოიყურება ხისგან დამზადებული ტიხრები , რომლებიც ნებისმიერ ტიპს მიესადაგება . ისინი მზადდება როგორც მთლიანი მასალისგან , ისე წვრილი ფიწლებისაგან . ნატურალური ხეს სახლში მოაქვს სითბო და სიმყუდროვე . შესაძლებელია მისი ლაქით დაფარვა ან სასურველ ფერაად შეღებვა .
დეკორატიული ტიხრები შესაძლებელია ნებისმიერი მასალისგან დამზადება : მეტალი , მინა , კერამიკა , ქვა და პლასტიკატი .
ზოგი მთლიანად გამჭვირვალეა , ზოგი საერთოდ არ ატარებს სინათლეს , მაგრამ ყველა მათგანი ვიზუალურად ყოფს სივრცეს რამოდენიმე ზონად .
პოდიუმი , როგორც ზონირების ერთ – ერთი ვარიანტი .
მოდური , თანამედროვე და ფუნქციონალური – ასე შეიძლება დავახასიათოთ ზონებად დაყოფა პოდიუმის მეშვეობით . ეს მეთოდი უკვე დიდი ხანია მოწონებით სარგებლობს , პატარა ბინის მეპატრონეთა შორის , რადგანაც ერთდროულად შეუძლია გადაჭრას ორი პრობლემა : ზონირება გაუკეთოს სივრცეს და გადაჭრას ნივთების შენახვის პრობლემა .
არ დაგვავიწყდეს , რომ ყურადღებას იქცევს ის ზონა , რომელიც განთავსებულია პოდიუმზე . ასე რომ დიზაინერები გვირჩევენ გამოვიყენოთ ეს ზედაპირი სასადილო ან საძინებელი ზონისთვის . აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს კონსტრუქციის სიმაღლე , ის უნდა თანხვედრაში იყოს შენობის სიმაღლესთან . ბინებში , რომლებსაც დაბალი ჭერი აქვთ ეს მეთოდი არ გამოდგება .
თუ კი პოდიუმზე განთავსებულია საძინებელი ზონა , მაშინ უკეთესი იქნება გამოვიყენოთ კიდევ ერთი მეთოდი სივრცის ზონირებისთვის , რათა შევქმნათ განმარტოების შეგრძნება . მაგალითად შეიძლება გამოვყოთ საძინებელი მაღალი ტიხრით ან ფარდით .
ზონის გამოყოფა მცენარეებით .
შესანიშნავი მეთოდია ყვავილებით ოთახის დაყოფა , მაგრამ ამისთვის აუცილებელია ვიცოდეთ ძირითადი ფერების შეხამება და გულდასმით შევარჩიოთ ტონები . ყველასათვის ცნობილია , რომ სხვადასხვა ფერი სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე . ამიტომ მათ შეუძლიათ ზონებად დაყოფა არანაკლებ ტიხრებისა .
მაგალითად , ცისფერი , ღია -მწვანე და ნაცრისფერი ამშვიდებს ფსიქიკას და შესანიშნავად უხდება საძინებელს . ხოლო ენერგიული ყვითელი ფერი საუკეთესოა სასადილო ზონისთვის .
საჭირო ფერის შერჩევა არ არის რთული , მაგრამ ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში , რომ არ უნდა დაირღვეს ოთახის მთლიანობა . ამიტომ დიზანინერები არ გვირჩევევნ სამზე მეტი ნათელი ფერის გამოყენებას .
შპალერით და ჭერით სივრცის ზონირება .
სივრცის ზონირება შესაძლებელია მოსაპირკეთებელი მასალების საშუალებით , რომლებიც განსხვავდება არა მხოლოდ ფერით არამედ ფაქტურით , ორნამენტით . ყველაზე სადა და მოქმედი მეთოდია ერთ კედელზე განსხვავებული ორნამენტიანი შპალერის გაკვრა . ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ გადაჭრათ რამოდენიმე პრობლემა ერთ დროულად : სივრცის ზონირება და მისი მოცულობით გაზრდა . ვერტიკალურ ზოლებიანი შპალერი სიმაღლეს მატებს ჭერს , ხოლო წვრილ ნახატებიანი კი დამატებით მოცულობას შემატებს ოთახს .
ასევე ინტერიერის გადაკეთება შესაძლებელია თაბაშირმუყაოსაგან დამზადებული მრავალდონიანი ჭერის მეშვეობით . ასეთ მეთოდს შეიძლება ვუწოდოთ დამატებითი , რადგანაც ის ყველაზე ნაკლბად მოქმედებს ოთახის ვიზუალურ აღქმაზე .
კვადრატული ოთახის ზონირება საძინებლად და სასადილო ოთახათ .
ყველაზე გავრცელებული დაყოფა კვადრატული ოთახისა ორ ნაწილად . ასეთია სასტუმრო და საძინებელი , გამოყენებული მეთოდი მთლიანად დამოკიდებულია მფლობელის სურვილზე და თვით ოთახის თვისებებზე . მაგალითად , პატარა ფართობზე დიზაინერები არ გვირჩევენ ორადგილიანი სალონის დაყენებას . სჯობს გასაშლელი დივანი , რომელიც დღისით შეასრულებს სასტუმრო ოთახის გარნიტურის როლს , ხოლო ღამით შეცვლის სრულფასოვან საწოლს .
თუ ოთახის ფართობი საშუალებას მოგვცემს , რომ მოვათავსოთ საწოლიც და დივანიც მაშინ ღირს შემდეგი რეკომენდაციის გათვალისწინებაც :
საძინებელი ზონა უნდა იყოს ყველაზე მოშორებულ ოთახის ნაწილში . საწოლისთვის ყველაზე საუკეთესო ადგილია ფანჯრის სიახლოვეს ,
საძინებლის გამოყოფა შესაძლებელია პოდიუმის მეშვეობით , მოვათავსოთ საწოლი შემაღლებულ ადგილზე ან დავმალოთ ის პოდიუმის შიგნით. უკანასკნელ შემთხვევაში მისი გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღამით , რაც მოგვცემს საშუალებას ეკონომია გაუკეთოდ სივრცეს . ეს ვარიანტი იდეალურია მცირეგაბარიტიანი ბინებისთვის .
20 მ . კვადრატული ოთახის ზონირება .
გვგონია თითქოს ასეთი პატარა ფართობი ვერ დაიტევს რამოდენიმე ზონას , მაგრამ დიზაინერები გვიმტკიცებენ , რომ ყველაზე პაწაწინა ოთახიც კი შეიძლება ერთ დროულად ფუნქციონალურიც და სტილშიც .
მიზანს რომ მივაღწიოთ თავდაპირველად უნდა განისაზღვროს პრიორიტეტი . თუ ოთახი თავდაპირველად სასტუმროა , სამუშაო კაბინეტი , საძინებელი და საბავშვო ზონები – იქნება დამატებითი .
თუ აქცენტი გაკეთდება სასადილოზე , მაშინ სასტუმრო და სხვა დანარჩენი გადადის მეორე პლანზე .
ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ მინიმალურ ავეჯზე . უკეთესია თუ ის იქნება ტრანსფორმერები . რომლებიც საგრძნობლად დაზოგავენ ფართობს . ჟურნალების მაგიდა შეიძლება გადაკეთდეს სასადილო მაგიდათ , ხოლო კარადაში დაიმალება საწოლი . გამყოფები ეცადეთ რომ იყოს ისეთი მასალის , რომელიც სინათლეს გაატარებს . უარი თქვით მასიურ ნივთებზე . თუ საჭიროა სივრცის მკვეთრი გამოყოფა დააყენეთ სტელაჟი და არა კარაგა .
თუ საქმე ეხება ბინა – ” სტუდიოს ” მაშინ ამოცანა გაცილებით რთულდება , რადგან საჭიროა სამზარეულოს გამოყოფა . ყველაზე პოპულარული ვარიანტია ბარის კედელი . მისი სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1 , 2 სმ რაც ხელს უწყობს სივრცის მთლიანობის შენარჩუნებას , თუმცა სამზარეულოს საზღვრებიც მკვეთრად გამოყოფილია.
სტუდიოს სწორად ზონირებაში დაგეხმარებათ მოსაპირკეთებელი მასალები – ფილები , ლამინატი , სხვადასხვა ფერის შპალერი და ს.შ . რადგან კომუნიკაციები პროექტის მიხედვით არის გაყვანილი , სამზარეულოს ადგილის შეცვლა არ შსეიძლება . დიზაინერები არ გვირჩევენ ასეთი სერიოზული ცვლილებების გატარებას . ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი სამუშაოებისათვის დაგჭირდებათ ნებართვა .