იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

პატარა სამზარეულო

პატარა სამზარეულო

პატარა სამზარეულო ხრუშოვის ტიპის ბინებში

ხრუშოვის ტიპის ბინის მცხოვრებლებისთვის კარგად არის ცნობილი ისეთი გაგება როგორიცაა ” პატარა ფართობი ” , ” სივრცის დეფიციტი ” , ” უხერხული დაგეგმარება ” . სამზარეულო ასეთ ბინებში არ აღემატება 6 კვადრატულ მეტრს და რომ მიუსადაგოთ ის თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებებს დიზაინზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ უმნიშვნელო დეტალებიც კი .

samzareulos sivrcis gamoyeneba

დიზაინის იდეები პატარა სამზარეულოსთვის .

პატარა სამზარეულოს გაფორმებისთვის ღირს :

  1. გავერკვეთ მოსაპირკეთებელ მასალებში და ფერთა გადაწყვეტაში .
  2. ვიფიქროთ სამზარეულოს ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის განლაგებაზე .
  3. ავირჩიოთ შესაბამისი განათებები და დეკორი . მოვიგოთ ცოტაოდენი ადგილი , შევქმნათ მყუდრო და ერგოომიური ინტერიერი ფუნქციონალური და ესთეტიური გადაწყვეტილებების დახმარებით .

 

samzareulos sivrcis gamoyeneba

პატარა სამზარეულოს ფუნქციონალური გადაწყვეტილება .

ფუნქციონალური გადაწყვეტილება გულისხმობს ტევადი ავეჯის გამოყენებას . სასურველია რომ , ერთ ერთი მათგანი იყოს სიმაღლით ჭერამდე – ამგვარად ყურადღებას იბყრობს ოთახის ზედა ნაწილი . ჭერი ვიზუალურად მაღლდება , გარდა ამისა მაღალი ავეჯი ძალიან მოსახერხებელია – ზედა კარადებში შეგვიძლია შევინახოთ სადღესასწაულო ჭურჭელი , კულინარიული წიგნები , დაბლა კი ხშირად გამოსაყენებელი ნივთები .

 

interieris dizaini

სასადილო მაგიდის არჩევისას უპირატესობა ენიჭება მრგვალ და ოვალურ მოდულებს – ისინი იკავებენ ნაკლებ ადგილს და მახვილი კუთხეების არქონა თავიდან გვაცილებს ტრამვებს . მგვალი მაგიდის გარდა ყურადღება მიაქციეთ გასაშლელ , დასაკეც და გადმოსაწევ ავეჯს .

samzareulos sivrcis gamoyeneba

შეუძლებელია მოვათავსოთ აუცილებელი დანადგარები პატარა სამზარეულოში , ასეთ შემთხვევაში რაციონალური იქნება მრავალფუნქციური სამზარეულო კომბაინის შეძენა .

სივრცის გამოთავისუფლება და თავისუფალი ადგილის დამატება შეიძლება ჩაშენებული ტექნიკის საშუალებით . გაბარიტებით ის ჩამოუვარდება ჩვეულებრივ მოდულებს . კომპაქტური საცხობი მსუბუქი მიკროტალღური ღუმელი , სამუშაო ზედაპირზე მოთავსებული ტექნიკა ეკონომიას უკეთებს თითოეულ სანტიმეტს , არის ფუნქციონალური , ერგონომიური და ესთეტიურად მიმზიდველი .

samzareulos sivrcis gamoyeneba

ავეჯი პატარა სამზარეულოსთვის უნდა იყოს ვიწრო და ტევადი . ავეჯის ორი ოპტიმალური კონფიგურაცია :

  • კუთხის სამზარეულო არ იაკვებს დიდ ადგილს , რომელიც გათვლილია კლასიკური სამკუთხედის – გაზქურა , ნიჟარა , მაცივარი – ორგანიზებისთვის . მათ ქვეშ განლაგდება პატარა კარადები და გამოსაწევი სისტემები ჭურჭლის შესანახათ .

პირდაპირი ან გრძივი სამზარეულო განთავსდება ერთი კედლის გასწვრივ და დატოვებს ადგილს სასადილო ზონისთვის . ის გამოირჩევა დაბალი ღირებულებით , განლაგების სისადავით , სივრცის ეფექტური გამოყენებით .

samzareulos sivrcis gamoyeneba

ყურადღებით  : გაზქურა არ უნდა იყოს კუთხეში ან მაცივართან ახლოს , არ არის რეკომენდირებული ნიჟარის დაყენება ელექტრო მოწყობილობებთან ახლოს  .

სივრცის მოგებისთვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა ფანჯრის რაფის ადგილას სამზარეულოს ზედაპირის განთავსება . ის შეიძლება იქცეს სრულყოფილ სასადილო მაგიდათ , სამუშაო ზედაპირათ ან ბარის კედლათ .

ესთეტიური გადაწყვტილება მდგომარეობს ფერების , მოსაპირკეთებელი მასალების , სანათი მოწყობილობების სწორ არჩევაში .  მშვიდი ტონებს ფერის ტონალობები ირეკლავენ სინათლეს და ეს იმას ნიშნავს , რომ ვიზუალურად აფართოვებებნ და აღიავებენ სივრცეს  . როდესაც გაფორმებულია პრიალა და ხრომირებული გარნიტურით , უნდა შემოვიფარგლოთ რამოდენიმე არანათელი შეფერილობის შეხამებით , ნახატებისა და ორნამენტების გარეშე .

samzareulos sivrcis gamoyeneba

სარკე – ვიზუალურად აფართოვებს სივრცეს . იგი მაგრდება ფაქტურიან ზედაპირზე , ზოგ შემთხვევაში სამზარეულოს მთლიან ჭერზე .

სამზარეულოს ( სწორი ) მართებული განათება .

ჰარმონიული ჭაღი , წერტილოვანი სანათები კარადის თავზე და მთელ პერიმეტრზე ხარისხიანი განათება , ეს არის ის რაც საჭიროა პატარა სამზარეულოსთვის .

პატარა სამზარეულოს გადაგეგმარება

შიდა სივრცის კონფიგურაციის გადაკეთება , ოთახის ზომების გადიდება , ფუნქციონალური დანიშნულებების შეცვლა – ამას გულისხმობს გადაგეგმარება .

samzareulos sivrcis gamoyeneba

” ხურშოვკის ” ტიპისი ბინებში გადაგეგმარების ყველაზე გავრცელებული სახეობაა – სამზარეულო და სასტუმრო ოთახების გაერთიანება . ორი ოთახის გაერთიანება შესაძლებელია რამოდენიმე მეთოდით :

  • კედლის დანგრევა ( თუ მისი დემონტაჟი შესაძლებელია )
  • თაღის გაკეთება

გაერთიანებული სივრცის ჩარჩოებში იქმნება ორი ფუქციონალური ზონა : სამუშაო და სასადილო . სურვილის მიხედვით მათი გამოყოფა შეიძლება შირმით , ბარის კედლით , იატაკის ან კედლის სხვადასხვაგვარი საფარით .

samzareulos sivrcis gamoyeneba

სამზარეულოსა და აივნის ან ლოჯიის გაერთიანება

ასეთი გაერთიანების დროს უნდა ვიფიქროთ ფანჯრებისა და გათბობის სისტემის დათბუნებაზე . საჭიროა გავითვალისწინოთ ასევე დასაშვები დატვირთვა , კომუნიკაციების გაყვანის შესაძლებლობა . თუ ბინა მდებარეობს პირველ სართულზე აივანზე შეიძლება გავიტანოთ მაცივარი , სამზარეულოს ავეჯი , გაზქურა და ნიჟარაც კი .

samzareulos sivrcis gamoyeneba

samzareulos sivrcis gamoyeneba