იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

რა ვუქნათ მორჩენილ შპალერს ?

რა ვუქნათ მორჩენილ შპალერს ?

ხშირად რემონტის შემდეგ , გვჩება გამოუდეგარი შპალერის მონარჩენები – მათი გადაყრა კი გვენანება , ამიტომ ისინი ხან სათავსოში იმტვერება ხან თაროებზე . სულ ცოტა ფანტაზია – და შეიძლება საინტერესო დანიშნულება გამოუძებნოთ მათ .  ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე გავრცელებულ და ადვილ ხერხს .

  1. კარადებისა და კომოდების ზედაპირების დეკორირება .

კარადისა და კომოდის შიდა თაროებზე გადავაკრათ მორჩენილი შპალერი . მა გაფორმების ტიპს ევროპაში – ” ბებოს დიზაინს “უწოდებენ , მართლაც არის ამაში რაღაც ძველებური  – ” დაჩის ” ხასიათი .

ძველი ავეჯი , რომელზეც გაკრულია შპალერი და შემდეგ საღებავით კონტურულად დამუშავებული , ძალიან ლამაზად გამოიყურება და რაც მთავარია ინდივიდუალურია . ინტერიერი მაშინვე შეიძენს თავის სტილს . ეს ყველაფერი სერიოზული და აკურატული სამუშაოა .

2. ბავშვის ოთახის დეკორირება .

ორიგინალური გადაწყვეტილება მათთვის , ვისაც დარჩა ბევრი სხვადასხვა სახის შპალერის დეტალები – გააკეთეთ მისგან მსოფლიო რუქა …   და მორთეთ ერთი კედელი ბავშვის ოთახში . ესეთი გადაწყვეტილება იმით არის კარგი , რომ შემდგომში ბავშვმა თვითონ გააკეთოს მსგავსი აპლიკაციები , სხვადასხვა მასალებისგან : ჟურნალებისგან , ბარათებისგან და ა.შ  . ასევე შეიძლება გამოიჭრას სილუეტები – ცხოველების და გაიკრას კედელზე .

3. კედლის დეკორირება .

ეს იდეა , ბიუჯეტური და ორიგინალური , იდეალურად გამოგვადგება გასაქირავებელი ბინისთვის ან ბინებისთვის რომელშიც კაპიტალური რემონტი არ არის და საჭიროა დროდადრო კედლების გახალისება . ლამაზი ნაქარგიანი შპალერი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ” ნახატი ” , მოვათავსოთ ჩარჩოში და გავალამაზოთ მისი მეშვეობით კედელი .

4. საწოლის გაფორმება

საწოლებს რომლებსაც არ აქვთ თავზე რაიმე ორნამენტი , შეგვიძლია ფანერისგან გამოვჭრათ რაიმე საინტერესო ფორმა და გავაკეთოთ ზემოდან მოჩითული შპალერი …  და განვათავსოთ ფანერა ლოგინის თავზე . გამოვა არაჩვეულებრივი და ორიგინალური დიზაინერული შტრიხი თქვენს საძინებელ ოთახში

shpalerit kedlis gaformeba shpalerit kedlis gaformeba shpalerit kedlis gaformeba

shpalerit kedlis gaformeba shpalerit kedlis gaformeba shpalerit kedlis gaformeba

shpalerit kedlis gaformeba shpalerit kedlis gaformeba shpalerit kedlis gaformeba

shpalerit kedlis gaformeba shpalerit kedlis gaformeba shpalerit kedlis gaformeba

Leave a Reply