ქსოვილი ავეჯისთვის
ქსოვილი ავეჯისთვის
როგორ შევარჩიოთ რბილი ავეჯისთვის ქსოვილი
როგორ შევარჩიოთ რბილი ავეჯისთვის ქსოვილი , როდესაც ვყიდულობთ ახალ ავეჯს ან ძველს ვუკეთებთ რესტავრაციას ! დღევანდელ ბაზარზე წარმოდგენილია ქსოვილების მრავალფეროვანი არჩევანი .
დღეს მოგიყვებით , პოპულარულ ქსოვილებზე , მათ სახეობებზე , ცვეთაუნარიანობაზე და კატეგორიებზე .
ყველა საავეჯე ქსოვილი შეიძლება დაიყოს რამოდენიმე კატეგორიათ :
- მყარი
- საექსპლუატაციო თვისებებით .
- ვიზუალური სიმსუბუქე
- ფასი
რაც უფრო მყარია ნაჭერი და დიდია მისი ფასი , მით უფრო იზრდება მისი კატეგორია . მაგალითად :
- სკაჩვარდი , ბამბა , მსუბუქი შინელი – 1 კატეგორია .
- მკვრივი ბამბა , ზამში , ფლოკი , ვილვეტი – 2 , 3 კატეგორია .
- გობელინი , მყარი შინელი , ფაკარდი – 4 კატეგორია
- ხელოვნური ტყავი , არპატეკი , ნახატიანი ზამში – 5 ,6 კატეგორია .
- ძვირფასი , ნატურალური და მყარი ტყავი – 8 კატეგორია .
ქსოვილების სახეობები და მათი დახასიათება .
ბელიური ( ბარხატი )
მასალას აქვს მდიდრული ბზინვარება და მრავალი ფერთა სახეობა . მას ამზადებენ ნატურალური და სინთეტიკური ბოჭკოების ნარევისგან . ამის გამო ქსოვილი ძალიან რბილი ბუსუსებიანი და რაც მთავარია უსაფრთხო და არა ტოქსიკურია . როგორც გადასაჭიმი , ეს მასალა უმჯობესია გამოვიყენოთ გარკვეულ ადგილებში როგორც მაგალითად : კაბინეტი , გარდერობი , მისაღები , სამზარეულო . უმჯობესია თუ არ გამოვიყენებთ ბავშვის ოთახში , რადგან ბარხატი პრეტენზიული ქსოვილია და ითხოვს მოვლას , მისი გარეცხვა მიზანშეწონილი არ არის .
[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]
სკოჩგარდი
სკოჩგარდი ანუ უფრო მარტივად – საავეჯე გადასაჭიმი ბამბა , მზადდება ნატურალური ბოჭკოსგან . სასიამოვნო შესაგრძნობიმსუბუქი და საკმაოდ მყარი მასალაა . მისი გასუფთავება ადვილია . ის ფაქტიურად არ იწვება და კარგად იტანს წყლის ზემოქმედებას . ამგვარი ქსოვილი შესანიშნავად გამოიყურება მისაღები ოთახის ავეჯზე , აგრეთვე საძინებელში , ბავშვის ოთახში და აბაზანაშიც კი .
ჟაკარდი
ჟაკარდი არაჩვეულებრივი მასალა , საკმაოდ მყარი და გამძლე . მისი დამზადების პროცესიც განსხვავებულია . ძაფები მჭიდროთ არის შექსოვილი ერთმანეთში , ამიტომ ქსოვილი გამოდის გამძლე და ფაქტურული . ჟაკარდი იდეალური მასალაა ავეჯზე გადასაჭიმად , რადგან ის თითქმის არ ცვდება , ინარჩუნებს პირველად სახეს და ფორმას , ადვილად იწმინდება და აქვს მდიდარი ფერთა გამა .
თერმო ჟაკარდი
უმრავლესობა გადასაჭიმი ქსოვილებისა , თანამედროვე და კლსაიკური ტექნოლოგიებით მზადდება . ჟაკარდის შემადგენლობაში არის , თეთრი შეუღებავი ქსოვილი , რომელზეც ეფინება თერმო ფურცელი , დატანილი ნახატით , შემდეგ ისინი ცხელდება ,საღებავი ღმად ჩადის ქსოვილში და მყარდება. ამ პროცედურის შემდეგ ქსოვილი მზად არის ექსპლუატაციისთვის .
შინელი
ამ ქსოვილის წარმოება ხდება სინთეტიკური და ნახევრად სინთეტიკური ბოჭკოებისგან . ძაფები გადაგრეხილია სპირალისებურად და კვეთენ ერთმანეთს განზე და სიგრძეზე . ამიტომ შინელი ითვლება ყველაზე გამძლე და მყარ მასალად . აგრეთვე გეტყვით იმასაც რომ , შინელი არ იწოვს სუნს , ის ეკოლოგიურად სუფთაა და ჰიპოალერგიულია , ვერ იტანს სველი ხერხით გაწმენდას . შინელი ერთ – ერთი იდეალური გადასაჭიმი მასალაა უამრავი ფერით და ნახატით . ამ მასალის გამოყენება ძალიან პრაქტიკულია და მარტივი თითქმის ყველანაირი რბილი ავეჯისთვის .
ფლოკი
ამ მასალის დამზადება ხდება შემდეგი გზით . ხელოვნური ბეწვი ედება ბამბას ან სატინას , პოლიესტერს , სარჟას სპეციალური დასაწებებელი საშუალებით , რის შედეგადაც გამოდის რბილი , ფუმფულა ქსოვილი . იგი გამძლეა ნებისმიერი დასვრის და ზემოქმედებისადმი .
მიკროფიბრა
მიკროფიბრა თანამედროვე მასალაა . იგი ჰაერგამტარი , აგრესიული ზემოქმედებისგან დაცული და ვიზუალურად საკმაოდ ლამაზია . ამ ქსოვილის შემადგენლობაში შედის ორი კომპონენტი – პოლიამიდი და პოლიესტერი . ქსოვილი ძალიან მდგრაია , ადვილად ირეცხება .
ხელოვნური ტყავი
ხელოვნური ანალოგები ნატურალური ტყავი , გაგაკვირვებთ მისი გამძლეობით და პრაქტიკულობით . ხელოვნური ტყავი ორიგინალისგან განსხვავებით იაფფასიანია . იგი ადვილად იწმინდება , არ იწოვს სისველეს და არ იჟღინთება , აგრეთვე არ არის ტქოსიკური . ერთ ერთი ნაკლი რაც ამ მასალას აქვს ნაკლებად გამძლეა ზემოქმედებისგან .
ხელოვნური ზამში
ხელოვნური ზამში პრაქტიკული ქსოვილია , სასიამოვნოა , ვიზუალურად ლამაზი და ხანგძლივი მოხმარებისთვის გათვლილი . იგი არ ექვემდებარება დეფორმაციას , არ იცვითება და თითქმის არ იგროვებს მტვერს . მისი გაწმენდა შეიძლება მშრალი მეთოდით , მტვერსასრტუთით ან ჩოთქის მეშვეობით .
ავეჯის ქსივილის ორი სახეობიდან ( ნაჭრის და არანაჭრის ) ჯობია ავირჩიოთ პირველი , რადგან ის განსხვადება , ის უფრო ხარისხიანია , მიუხედავად იმისა რომ უფრო ძვირია ვიდრე არანაჭრის .
ნატურალური ტყავი
ნატურალური ტყავის ქსოვილს აქვს ბევრი დადებითი თვისებები . იგი ხარისხიანი და ძვირად ღირებულია . აღსანიშნავია რომ ავეჯისთვის წარმოებაში იყენებენ – ცხენის , ღორისა და ცხვრის ტყავს . ტყავი ელასტიურია , არ აქვს ნაკეცები და ბურთულებიანი ზედაპირი , მისი ზედაპირი სწორია .
ვილვეტი
ვილვეტი 100% ბამბაა , მას აქვს მრავალი ფერი და ტონალობა ძირითადად ერთ თონიანია , ზოლით . ვილვეტის ფაქტურა ასევე იყოფა სამ ნაწილად – განიერი ზოლით , საშუალო და რთული ზოლით .
ვილვეტის მოვლა ითხოვს დროს და სიფრთხილეს , რადგამ მისი გარეცხვა და გაწურვა მიზანშეწონილი არ არის . მთლიანობაში ვილვეტით გაფორმებული ავეჯი , პრაქტიკული , სასიამოვნო , რბილი და ლამაზია .
არპატეკი
ამ ხარისხის გადასაჭიმი ქსოვილი არაფრით ჩამოუვარდება ტყავს , იგი უბრალოდ სინთეტიკურია . მის შემადგენლობაში 25 % ბამბაა , 33 % პოლიულეტანი და 42 % ვისკოზი . არპაკეტი ინარჩუნებს ადამინაის ტემპერატურა , არ ეკვრის და სიცივეზე არ უხეშდება . იგი უსაფრთხოა ბავშვებისთვის და არა ალერგიულია . სხვა ქსოვილებთან შედარებით უფრო გამძლეა , ადვილად მოსავლელი და არ ფუჭდება წყლისა და მზის ზემოქმედების შედეგათ .