რემონტი
ძვირადღირებული რემონტი და რემონტი , რომელიც ძვირადღირებულად გამოიყურება – ხშირად ჰგონიათ , რომ თუ მაღალი ბიუჯეტით შექვმნით ინტერიერს , ის აუცილებლად გემოვნებიანად და მდიდრულად გამოიყურება , თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის . სტატიაში გაეცნობით დიზაინერების რჩევებს – რაზე არ უნდა დავზოგოთ ფული და როგორ მივიღოთ კარგი შედეგი არც ისე დიდი ბიუჯეტით .
იატაკის მოსაპირკეთებელი მასალები – იატაკი ინტერიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მასზე ფულის დაზოგვა არ ღირს . ვიზუალის გარდა , მნიშვნელოვანია მისი გამძლეობაც , თუ თავიდანვე სწორად შეარჩევთ მასალას , მისი ექსპლუატაციის დროც დიდი იქნება . როდესაც იატაკი კარგად გამოიყურება , შეგვიძლია დავზოგოთ ხალიჩებზე და სხვა დეკორატიულ ელემენტებზე , რომლებსაც მის გასაფორმებლად ვიყენებთ .
სანათები – ერთ საინტერესო დეტალს შეუძლია ინტერიერი რადიკალურად შეცვალოს , განსხვავებულობა და განსაკუთრებულობა შესძინოს . სწორედ ამიტომ , განათებებზე ფულის დაზოგვა არ ღირს .
სანტექნიკა – ორიგინალური ვანა ან ნიჟარა ყურადღებას იმაზე მეტად მიიქცევენ , ვიდრე ძალიან ძვირი მოსაპირკეთებელი ფილები .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ