იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ხელოვნება ინტერიერში

ხელოვნება და ხელოვნების ნიმუშები ყოველთვის იყო ლამაზი ინტერიერის შექმნის მნიშვნელოვანი ნაწილი , დროთა განმავლობაში სკულპტურები სურნელოვანმა სანთლებმა და თანამედროვე აქსესუარებმა ჩაანაცვლა . ხელოვნება ადამიანის ბუნების ფუნდამენტური ნაწილია , მას შეუძლია შთაგვაგონოს ფერები , ფორმები . სტატიაში იხილავთ საინტერესო სახლის დიზაინს , სადაც უხვადაა ხელოვნების ნიმუშები და მათი გამოყენების საინტერესო გზები თუ ფუნქციები .

დიზაინერებისთვის ერთ – ერთი უსიამოვნო მომენტია ტელევიზორით გაფუჭებული ხედი , ან მთლიანად ინტერიერი , რადგან შეიძლება ინტერიერში გამოყენებული ფერები სრულად არ შეესაბამებოდეს მას . თუმცა , დიზაინერმა ამ პრობლემის საინტერესოდ და ესთეტიურად გადაჭრის გზას მიაგნო – მიქელანჯელოს ,,ადამის შექმნა“ – ერთ -ერთი ცნობილი ხელოვნების ნიმუში ასევე ცნობილი ნაწილით – ხელებით . ნახატი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ტელევიზორის კედელზეა მიმაგრებული მეტალის კონსტრუქციაზე , და სლაიდური კარის პრინციპით მოძრაობს .

დღესდღეობით , აქტუალურია პოპ – არტი , მონალიზას პოპ – არტისეულ საინტერესო კომპოზიციას ვხვდებით სამზარეულოს კედელზე , რაც ხასიათს და საინტერესოობას მატებს ინტერიერს .

შესასვლელის ყველა კედელი და კარი მუქი პასტელური მწვანე ფერისაა , ცენტრში მდებარი სკულპტურულ მაგიდას ოქროსფერი ჭაღი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის , კედელზე კი წითელი მინიმალისტური ნახატია , რაც ელეგანტურს ხდის გარემოს .

xelovneba interieris dizainshi
xelovneba interieris dizainshi
xelovneba interieris dizainshi
xelovneba interieris dizainshi
xelovneba interieris dizainshi

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ