ლანდშაფტის დიზაინი

როგორ ჩავრგოთ ნერგები

ნებისმიერი მებაღის ოჩნება არის – შექმნას თავის მიწის ნაკვეთზე ლამაზი და ნაყოფიერი ბაღი . რამდენად რთულია ამის გაკეთება ? თქვენ უნდა გაიგოთ , ყველა ნაყოფიერი ხე – მრავალწლიანია , ამიტომ პირველი მოსავლის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 3 – 7 წლის შემდეგ . და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ხის ნერგები ჩარგულია სწორად . ამ სტატიაში ჩვენ მოგითხრობთ , როგორ ხდება მსხმოიარე ხის ნერგების ჩარგვა , რა დროს და როგორ ხდება მათი მოვლა .

ჩასარგავად ადგილის შერჩევა

თუ თქვენ აპირებთ ჩარგოთ ნაყოფიერი ხის ნერგები ბაღში , აუცილებლად საჭიროა სწორად შეარჩიოთ ადგილი , სხვა მცენარეების სიახლოვე . სასურველია წინასწარ გააკეთოთ ნაკვეთის მონახაზი , რაზეც ზუსტად მონიშნავთ მსხმოიარე ნერგების განლაგებას და სამომავლო ყველა სახის სამუშაოს .

თავდაპირველად უნდა ჩამოყალიბდეთ რა ტიპის ნერგები გსურთ . ამის შემდეგ შეადგინეთ დარგვის გეგმა , მონიშნეთ თითოეული სახეობის ნერგის მდებარეობა და მათი თვისებები

  • მაქსიმალური სიმაღლე , ჩრდილის გათვალისწინებით მეზობელი მცენარეებისთვის .
  • ხის გვირგვინის სახელობა , რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ტოტების ზედმეტი სიხშირე .
  • სხვადასხვა დროს მსმოიარე ნერგების განაწილება – რომ მათი მოვლა იყოს მარტივი .
rogor chavrgot nergebi

დამატებით შეიტანეთ განლაგების მონახაზში კულტურებს შორის დაშორება , რათა არ დაუშვათ მჭიდრო განლაგება მაღალსა და ფართოდ გაშლილ ხეებს შორის , რადგან ესეთ შემთხვევაში ისინი ვერ გაიხარებენ სწორად . დაშორება ნერგებს შორის უნდა გაითვალოს შემდეგი სახით

  • საშუალო და მაღალი ხეები უნდა იზრდებოდნენ ნაკვეთზე , რომლის პერიმეტრი არის მინიმუმ 10 მეტრი – 10 მეტრზე
  • პატარა ხეების ბაღის პერიმეტრი უნდა იყოს 5 მეტრი – 5 მეტრზე
  • პერიმეტრი სვეტოვანი ხის ბაღის კი 2 მეტრი – 2 მეტრზე
rogor chavrgot nergebi

ასევე მნიშვნელოვანი გახსოვდეთ მეზობელი ხეების სწორად შერჩვე , რადგან ყველა ხე ვერ იტანს სხვა ხის სიახლოვეს .

დაიცავით შემდეგი წესები :

  • დარგეთ ვაშლის სიახლოვეს მსხალი , ქლიავი , კომში და ალუბალი .
  • მსხლის გვერდით კარგად გრძნობს თავს ვაშლის ხე . მაგრამ მის გვერდით ქლიავისა და ალუბლის ჩარგვა არ არის სასურველი .

ნერგების ჩარგვის დრო

როგორც წესი ნერგების ჩარგვა ხდება გაზაფხულზე , რადგან ეს მცენარეებს აძლევს უფრო მეტ დროს ფესვების გასადგმელად და გასაზრდელად 0 ზამთრის სიცივეებამდე . თუმცა მათი დარგვა შეიძლება ნებისმიერ შედარებით თბილ კლიმატში .

შეიძლება ნერგების ჩარგვა შემოდგომაზე და ზამთარში . ზამთრის ჩარგვა არის ფესვებისთვის ყველაზე კარგი მაგრამ მებაღისთვის ყველაზე რთული . ამიტომ ამ სეზონზე დარგვა უნდა მიანდოთ მხოლოდ პროფესიონალს .

როგორ მოვუფრთხილდეთ ნერგებს ჩარგვამდე

ხშირად ნერგებს ყიდულობენ ჩარგვამდე დიდი ხნით ადრე , ასეთ შემთხვევაში აქტუალური ხდება შეკითხვა , როგორ მოვუფრთხილდეთ შეძენილ ნერგებს ჩარგვამდე . სინამდვილეში ამაში არანაირი სირთულე არ არის .

იმისთვის რომ დავიცვათ ფესვები გამოშრობისგან , უნდა შეახვიოთ ისინი ნოტიო ტილოთი , რის შემდეგაც უნდა შეინახოთ ისინი ბნელ და გრილ ადგილას .

ნერგების ტრანსპორტირებისას რეკომედირებულია ფესვებისა და ტოტების შეფუთვვა რბილი ნაჭრით . სასურველია მათი ტრანსპორტირება მანქანის სალონში ან ნებისმიერი გადახურული სატრანსპორტო საშუალებით .

იმისთვის რომ ნერგი სწრაფად გაიზარდოს და ფესვები გაიდგას ნიადაგში საჭიროა მისი შემზადება დარგვისთვის კერძოდ აუცლებლად უნცა შესხლათ .

დარგვამდე 2 – 3 საათით ადრე კარგად დანამეთ ნერგის ფესვები .

rogor chavrgot nergebi

ნერგის გრუნტში ჩარგვის მთავარი ეტაპები :

  • ჩასარგველად მოამზადეთ ორმოები . ბევრი ხისთვის საჭიროა მგვალი ორმოები სიღმით 80 სმ და დიამეტრით 1 მეტრი . ვაშლის და მსხლის ნერგები უნდა ჩარგოთ ორმოში დიამეტრით 1 მეტრი და 25 სმ , ალუბალი 90 – 100 სმ
  • გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ ორმოში წინასწარ ჩავარჭოთ სარები ხის გასამაგრებლად , რადგან ხის ნერგის ჩარგვის შემდეგ ამის გაკეთებამ შეიძლება დააზიანოს ხის ფესვები .
  • ორმოს ამოთხრის დროს ზედა ფენის მიწა აუცილებლად შეინახეთ სიახლოვეში , რადგან იგი შემდგომში ნერგის ფესვების დასაფარად ყველაზე ნაყოფიერი საშუალება იქნება .
  • დანარჩენი მიწა გადაურიეთ სილაში და ტორფში და შემდეგ ჩაყარეთ ორმოში .
  • ნერგების ჩარგივსას აუცილებლად დაიხმარეთ დამხმარე , ასეთ შემხვევაში ერთ ადამინს უჭირავს ნერგი , ხოლო მეორე ავსებს მიწით ორმოს .
  • მომზადებული ნერგი ჩაუშვით ორმოში , კარგად გაასწორეთ ფესვები და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება , იმას რომ ცენტრალური ფესვი განლაგებული იყოს ვერტიკალურად .
  • შეავსეთ ნიადაგით ფესვებს შორის ყველა ადგილი და გულმოდგინეთ დატკეპნეთ მიწა .
  • მსმოაირე ხის ნერგი სასურველია მიწაში ჩარგოთ ისეთი სახით , რომ ფესვის ყელი განლაგებული იყოს მიწის ზედაპირიდან 6 სმ ის დაშორებით .
  • ჩარგული ნერგის გარშემო სასურველია გააკეთოთ ჯამისებრი ჩაღმავება , რათა მორწყვისას წყალი ჩერდებოდეს ნერგის გარშემო და ხდებოდეს მისი შეწოვა ფესვებში .
  • ნერგის ჩარგვის შემდეგ მორწყეთ იგი , სასურველიწყლის რაოდენობა არის 2 – 3 ვედრო

როგორ შევსხლათ ნერგები ჩარგვის შემდეგ

შესხვლის საჭიროება ჩდება უკვე ჩარგვიდან ერთი წლის შემდეგ . ამის მიზეზი არის ის , რომ გადარგვისას ზიანდება ფესვების ნაწილი . ამის შედეგად ფესვების სიტემა ხდება მცირე , იგი ძლივს ერევა საკვები ნივთიერებების მიწოდებას ნერგისვის . და აი ასეთ შემთვევაში შესხვლა ახდენს წონასწორობის აღდგენას ფესვებსა და გვირგვინს შორის .

ჩარგვისთვის იყენებენ 1 ან 2 წლიან ნერგებს . 1 წლიანი ნერგების შესხვლა აუცილებლად უნდა მოხდეს გაზახულზე . თუ ტოტების ერთი წლის ზრდამ შეადგინა 30 სმ , შესხლა გადადეთ ერთი წლით . შესხვლისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტოტების რაოდენობას , ნერგს უნდა ქონდეს 4 – 5

კარგად განვითარებული ტოტი , რომლებიც განლაგებული არიან ერთმანეთისგან 10 -15 სმ ის დაშორებით. არ დაუშვათ რომ ერთი ადგილიდან იზრდებოდეს 2 ერთნაირი სისქის ტოტი . მიაქციეთ ყურადღება რომ არ იყოს მჭრელი კუთხე , რადგან ესეთი ტოტები , მომავალში მარტივად ტყდება .