როგორ გავაკეთოთ თარო
როგორ გავაკეთოთ თარო
ყველას ვისაც უხდება საკუთარი ბინის დიზაინის მოფიქრება , შეამჩნევდა რომ წვრილმანი , გააზრებული დეტალების გარეშე ინტერიერი უსიცოცხლოდ გამოიყურება . ასეთ წვრილმანებს მიეკუთვნება ფოტოების ჩარჩოები , წიგნები , პატარა ფიგურები და სხვა წვრილმანი ნივთები , რომლებიც ღირსეული საფუძვლების არსებობას მოითხოვენ .
როცა ვსაუბრობთ საფუძვლებზე , ჩვენ ვგულისხმობთ , რა თქმაუნდა ყველანაირ თაროებს და სტელაჟებს . აი ასე მივადექით ჩვენი სტატიის ძირითად აკითხს : როგორ გავაკეთოთ თარო საკუთარი ხელით .
თაროების ნაირსახეობა
თარო წარმოადგენს მყარ ჰორიზონტალურ ზედაპირს , რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების განთავსებისთვის .
თარო შეიძლება მივამაგროთ კედლის ბრტყელ ზედაპირზე , ან კუთხეებში . არსებობს ჩამოსაკიდი თაროები . ისინი მაგრდება ჭერზე თოკების ან თასმების საშუალებით . თაროები კლასიფიცირდება იმის მიხედვით , თუ რა მასალითაა ის დამზადებული . არსებობს :
- რკინის
- ფანერის
- ხის
- თაბაშირმუყაოს ( გიფსკარდონის )
- შუშის
- კომბინირებული , ანუ რამოდენიმე მასალით შექმნილი თაროები .
თაროების უზარმაზარი სამყაროს არწერა დაუსრულებლად შეიძლება , რადგან მწარმოებლები ამზადებენ მათ ინტერიერის სხვადასხვა სტილის გათვალისწინებით , შენობის დანიშნეულების , მყიდველის სქესის , ასაკის და ინანსური შესაძლებლობების მიხედვით .
ხის თაროს დამზადება
მოსამზადებელი ეტაპი . ხის თარო რომ მოამზადოთ საკუთარი ხელით საკმარისია გქონდეთ ხელსაწყოები , ხის მასალა და ცოტა ფანტაზია . და თუ ცოტა მაინც ერკვევით ხეზე ჭრაში თქვენ შეძლებთ განუმეორებელი და ორიგინალური ნივთის შექმნას , რომლის მსგავსიც არავის ექნება .
ხელსაწყოები რომელიც შეიძლება გამოგადგეთ – ჭანჭიკების მოსაჭერი , ხის საჭრელი ხერხი , სახაზავი და ფანქარი . თუ მასალა არ გაქვთ , მოგიწევთ მისი ყიდვა . საბედნიეროდ , მაღაზიებში დიდი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი ხის მასალა . ნებისმიერი სისქის , სიგრძის და სიგანის . თაროებისთვის გამოდგება ხის დაფა 4-5 სანტიმეტრის სისქის . სიგრძე აირჩიეთ დამოუკიდებლად , თქვენი ინტერესების მიხედვით . ამის გარდა შიძლება დაგჭირდეთ 5 სანტიმეტრის სიგანის ჩარჩო და უბრალო ფანერა .
დარწმუნდით იმაში , რომ ყველა მასალის ზედაპირი სწორი და გლუვია , რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი დეფექტები .
თაროებისთვის ზომების შერჩევა
საკუთარი ხელით გაკეთებულ ხის თაროს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ზომები , მაგრამ ამ სტატიაში ჩვენ ავღწერთ იმ თაროს გაკეთებას , რომლის ზომებია 80 X 30 X 5 სმ .
თაროს აწყობა
არ იფიქროთ , რომ ჩვენ მივამაგრებთ კედელზე უბრალო ფიცრის ნაჭერს .არა , ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ისე , როგორც საჭიროა . შევკრავთ თაროს თვითმჭრელის საშუალებით . მიაქციეთ ყურადღება , რომ ნაწილების შეერთების ადგილებს არ ჰქონდეს ღარები და ესთეთიკურად გამოიყურებოდეს . აწყობილი თარო დავასრულოთ ფანერით და ბოლო რეკომენდაცია – ის შეიძლება მივამაგროთ ან მივაწებოთ კედელზე საამშენებლო სტეპლერით .
თაროს საბოლოო დამუშავება
როცა თარო მზად იქნება , შიეძლება დავიწყოთ მისი მოპირკეთება . ყველა პატარა ღარი , თუ დეფექტი უნდა ამოვავსოთ შპაკლით , როცა შპაკლი გაშრება შკურკით უნდა გავშკურკოთ და დავამუშაოთ .
ხის თაროების მოწყობის სქემა
ეხლა უკვე შეიძლება გადავიდეთ თაროების შეღებვაზე . მაღაზიებში არის ავეჯის საღებავების დიდი არჩევანი . არის საღებავები პასტელურ ტონებში , ასევე ძალიან მკვეთრ ფერებშიც , მაგრამ თუ თქვენ მოგწონთ ხის ტექსტურა , შეიძლება ვიხმაროთ გასაპოხი სითხე , რომლის ფერთა გამაც ძალიან მრავალფეროვანია ( თეთრიდან – მუქი ყავისფერით დამთავრებული ) ამასთანავე ბუნებრივი ორნამენტები ოდნავაც არ დაიჩრდილება , პირიქით იქნება ელეგანტურად ხაზგასმული . გაშრობის შემდეგ , დავფაროთ თარო ორი ფენა ლაქით .
თაროების მიმაგრება კედელზე
მზა და მშრალ თაროს მივადებთ კედელზე და ნქრით მოვნიშნავთ სასურველ ადგილს . აუცილებლად შევამოწმოთ სისწორე , რათა შემდეგ ნივთებმა არ დაიწყონ თაროდან ცვენა .
ავიღოთ პერფორატორი და კედელზე გავაკეთოთ ნახვრეტები , ბოლოს თარო მივახრახნოთ კედელზე . აი სულ ეს არის . ახლა კი შეგვიძლიათ დავუძახოთ ოჯახის წევრებს , რათა მათ ისიამოვნონ თქვენი ნაშრომით .
თაბაშირმუყაოს ( გიფსკადონის ) თარო წარმოადგენს ლითონის კარკასს , რაზედაც ჭანჭიკებით მაგრდება თაბაშირმუყაოს ფილები .
თაბაშირმუყაოს თარო
ხის თაროების მსგავსად რუსეთში ძალიან პოპულარულია თაბაშირმუყაოს თაროებიც . თუ სურვილი გექნებათ ისინი შეიძლება დაამზადოთ საკუთარი ხელით . თაბაშირმუყაოთი შეიძლება არამარტო თაროების , არამედ ოთახების გამყოფი ტიხრების და მთლიანად სტელაჟების დამზადებაც . ასეთ სტელაჟებზე შეიძლება განათავსოთ მაგალითად , ტელევიზორი . ეს იქნება შესანიშნავი დიზაინერული გადაწყვეტილება და სივრცის ეკონომია . თაბაშირმუყაოს თარო შეიძლება გამოვიყეოთ აბაზანაშიც . ის ნესტის მიმართ საკმაოდ მდგრადია .
თავისი არსით , თაბაშირმუყაოს თარო წარმოადგენს ლითონის კარკასს, რომელზედაც ხრახნებით მაგრდება თაბაშირმუყაოს ფილები . შემდეგ კონსტრუქციის ნაპირები მუშავდება და შეერთების ადგილები ” შპაკლით ” ივსება . ამ ხერხით თავიდან ავიცილებთ უსწორმასწორობა .