რემონტი

გიფსკარდონის ტიხარი

გიფსკარდონის ტიხარი

როგორ გავაკეთოთ გიფსკარდონის ტიხარი ? ( თაბაშირმუყაოს ტიხატი )

გამყოფი ტიხრის აშენება , რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყოფს ოთახს , დაგვეხმარება უფრო პრაქტიკულად გამოვიყენოთ თავისუფალი სივრცე . ბავშვებს ექნებათ უზრუნველყოფილი გარანტირებული , განმარტოვებული ზონა სამეცადინოთ ან სათამაშოთ . ასევე შეიძლება გავტიხროთ სააბაზანო ოახი პირის დასაბანათ და შხაპის მისაღებათ .

interieris dizaini

ასეთი ტიხრები შეიძლება გამოვიყტენოთ სახლის გაფართოვებისთვის  , როგორც გამყოფი და არა როგორც მოძრავი კედლით . უმარტივესი მეთოდი ასეთი ტიხრის გასაკეთებლათ არის კარკასის შეკვრა , რომელიც შემდეგში ორივე მხრიდან მოპირკეთდება გიფსკარდონით ( თაბაშირმუყაოთი ) .  კარკასის შესაქმნელად გამოიყენება ტრადიციული მასალები , რომელთა შეძენაც შეიძლება მაღაზიებში .

 

კარკასული ტიხრები

ისინი მთთლიანად იწყობა ხეტყის მასალისგან და 9,5 მმ ან 12,5 მმ გიფსკარდონით ( საფუძვლად გამოიყენება ხეტყის მასალა PSE – ზომებით 44X69 მმ , დამუშავებული ხის მასალა 47X75 მმ ან კარკასული ხის მასალა 36X63 მმ ზომებით ) ყველა ეს მასალა უბრალოდ ეჭედება ზედა საყრდენ ფილას , რომელებიც მიხრახნული ან მიჭედია ჭერსა და იატაკზე . ამის შემდეგ აუცილებელია ზუსტად დავჭრათ საყრდენები , ჰორიზონტალური ” პერემიჩკები ” კი უნდა ჩავსვათ მათ შორის , სიმყარისთვის და იმ მძიმე კედლის დამჭერებისთვის , რომელზედაც მიმაგრებულია ელემენტები , როგორიცაა ნიჟარა ან სამზარეულო .

წყლის მიელბი ან ელექტრო კაბელები უნდა გავატაროთ კარკასის შიგნით , ამიტომ საყრდენები ისე უნდა იყოს გახვრეტილი რომ ეს ყველაფერი მოთავსდეს შიგნით .

  • თქვენ დაგჭირდებათ შესაბამისი ხეტყის მასალა PSE ზომებით 44X69 მმ , დამუშვებული ხეტყის მასალა ზომებით 47X75 მმ ან კარკასული პოლიმასალა 36X36 მმ
  • ზედა და საყრდენი ფილებისთვის , ძელებისთვის და ” პერემიჩკებისთვის “
  • 12,5 მმ – იანი გიფსკარდონის გამოყენებისას საყრდენები უნდა განთავსდეს 600 მმ – ის დაშორებით ერთმანეთისგან .
  • 9,5 მმ – იანი გიფსკარდონის გამოყენების შემთხვევაში კი 400 მმ – ის დაშორებით , ასევე ზედმიწევნით ზუსტად .

გიფსკარდონის ( თაბაშირმუყაოს ) სტანდარტული ზომებია 1200 X 2400 მმ .  სამუშაოების შესასრულებლათ აუცილებლად დაგჭირდებათ სამუშაო იარაღები – თარაზო , შპატელი და შვეული .

მოქმედების თანმიმდევრობა :

  1. ზედა და საყრდენი ფილების მიმაგრება
  2. საყრდენებისა და ” პერემიჩკების ” დამაგრება .
  3. გიფსკარდონის მიმაგრება
  4. მოპიკეთება

ზედა საყრდენი ფილების მიმაგრება

მუშაობა უნდა დაიწყოთ ასე – განსაზღვროთ ძელების ადგილმდებარეობა ჭერზე , ქი სადაც აპირებთ გამყოფი ტიხარის მოთავსებას . თუ ძელების მიმართულება საპირისპიროა მომავალი კედლის მიმართულებასთან , თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ზედა ფილა თითოეულ ძელზე დაახლოვებით 400 მმ – ის მანძილზე .

 

გამოიყენეთ ლურმნები ოვალური ჭრით , ან ჭანჭიკები იმ შემთხვევაში თუ ჭერი ცუდ მდგომარეობაშია . თუ ძელების მიმართულება ერთმანეთს ემთხვევა , ოდნავ უნდა შეცვალოთ კედლის ახალი მდებარეობა ისე ,რომ პირდაპირ ძელის ქვეშ მოექცეს და ზედა ფილა მიმაგრდეს მასზე . თუ ეს შეუძლებელი გახდა , მაშინ ” პერემიჩკები ” უნდა მოთავსდეს  ჭერის ძელებს შორის .

Tabashir muyaos tixari

 

როცა ზედა ფილას დააყენებთ , უნდა შეამოწმოთ დონე ჭერიდან იატაკამდე , ყველა ბოლოზე და აღნიშნოთ საყრდენი ფილის მდებარეობა იატაკზე . მიამაგრეთ საყრდენი ფილა პირდაპირ იატაკზე . თუ იატაკი ბეტონისაა მიახრახნეთ ჭანჭიკებით .

 

საყდენისა და ” პერემიჩკების ” დამაგრება

აღნიშნეთ ვერტიკალური საყრდენების მდებარეობა გიფსკარდონის ფილებზე . პირველი ძელი იქნება ” ტარეცის ” მოპირდაპირე მხარეს და მიმაგრდება კედელზე . პლინტუსის გამო შეიძლება ოდნავ მოგიწიოთ მისი შეწევა . მეორე საყრდენი კი ისე უნდა იყოს განთავსებული , რომ მისიცენტრი 600 მმ – ით იყოს დაშორებული კედლიდან . მესამე 1200 მმ – ით კედლიდან და 600 მმ – ით მეორე საყრდენიდან .

Tabashir muyaos tixari

 

9,5 მმ – იანი გიფსკარდონის გამოყენებისას , საჭირო გახდება დამატებითი საყრდენები და მათ შორის მანძილი იქნება 400 მმ .

 

მოვნიშნოთ და გადავჭრათ თითოეული საყრდენი ცალ – ცალკე , რადგან მანძილი ზედა და საყრდენფილებს შორის ცვალებადია . საყრდენები მჭიდროთ უნდა ჩავსვათ და დავამაგროთ 100 მმ – იანი , ოვალურთავიანი ლურსმნების საშუალებით .

Tabashir muyaos tixari

გავაკეთოთ პატარა მონიშვნები ფანქრით კედელზე  და იატაკზე , საყრდენის ცენტრში , კარკასის ყველა მხარეს რათა გავამარტივოთ გიფსკარდონის მიმაგრება  .

 

გადავჭრათ ” პერემიჩკები ” , დავამაგროთ საყრდენებს შორის ლურსმნებით , დაახლოვებით კარკასის შუაში და იმ ადგილებში , სადაც სავარაუდოთ მოთავსდება მძიმე ნივთები . მაგალითად , ნახაზზე ჩვენ გიჩვენეთ სად უნდა დაამაგროთ დამატებითი ” პერემიჩკები ” ნიჟარისთვის .

Tabashir muyaos tixari

 

გიფსკაროდნი ( თაბაშირმუყაოს ) მიმაგრება

განათავსეთ გიფსკარდონი საჭირო ადილზე . სწორი ზედაპირი მოაქციეთ ზევით . დარწმუნდით რომ თითოეული დილა იდეალურად ვერტიკალურია . ავწიოთ ფილა ისე რომ იგი ეხებოდე ჭერს და არა იატაკს . ღრიჭოები იატაკზე დავფაროთ პლინტუსით . დავამაგროთ ფილები ხრახნების საშუალებით . 300 მმ – ის დაშორებით , მთელ პერიმეტრზე . შევამციროთ მანძილი 200 მმ – ამდე კუთხეებში . ჭანჭიკები უნდა იყოს ჩახრახნილი ზედაპირიდან ოდნავ დაბლა .

Tabashir muyaos tixari

 

მოპირკეთება და დასკვნითი შტრიხები

როცა ყველა გიფსკარდონის ფილა დამაგრებულია , უნდა შეასწოროთ ყველა გადაბმის ადგილი . ამოავსოთ ჭანჭიკის თავები შპაკლის თხელი ფენით , შემდეგ კი გადაუსვათ შპაკლი მთელს ზედაპირზე , ისე რომ იყოს ერთი დონე .  არსებობს უთოს მაგვარი ნიჩაბი , რომელიც ასწორებს დეფექტებს და ქმნის სწორ და გლუვ ზედაპირს . თავიდან რომ აიცილოთ გალაქვის მოსაბეზრებელი პროცესი , უნდა მოიქცეთ ასე – როცა გაშრება ამოსავსები მასა , მას გადაუსვით თხელი ფენა ლაქი , რომ შეიქმნას იდეალურად სწორი ზედაპირი . ეს მასა უნდა წაუსვათ ლურსმნის თავებსაც , ისე რომ ყველაფერი იყოს ერთ დონეზე . ამოავსეთ ნაპრალები ძველ და ახალ კედლებს შორის  . შეავსეთ კანტები ჭერზე და იატაკზე . თაბაშირმუყაო ყოველივე ამის შემდეგ აღარ საჭიროებს დამატებით სამუშაოებს , ის მზად არის დეკორატიული რემონტისთვის

Tabashir muyaos tixari

 

კარების დაყენება

კარები შეიძლება იოლად ჩავსვათ გამყოფ ტიხარში . ამისთვის საჭიროა ტიხარში ამოჭრილი ადგილის დატოვება , ოღონდ ორივე მხარეს უნდა იყოს საყრდენები . ამოჭრილი ადგილის ზომები უნდა იყოს ისეთი , როგორიც მითითებულია ნახაზზე .

Tabashir muyaos tixari

ჩაამაგრეთ კარი ამოჭრილ ადგილას , მიამაგრეთ ჩარჩო პირდაპირ საყრდენებზე .

 

Tabashir muyaos tixari

 

 

Leave a Reply