მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე კედლები
მუქი მწვანე ელფერები ინტერიერში იმისთვისაა , რომ ჩვენს სახლებში სიმშვიდის შეგრძნება და ბუნების ფერები შემოიტანოს . მუქი მწვანე კედლები ბოლო 2 წლის ყველაზე პოპულარულ ტენდენციად იქცა და პოზიციებს დღემდე არ თმობს . სტატიაში ასეთი კედლების მაგალითებს ნახავთ სხვადასხვა დიზაინ-პროექტებიდან .
1. მწვანეს ელფერებში საკმაოდ დიდი არჩევანია და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია მოირგოს და შეარჩიოს მისთვის მისაღები . მთავარია , ფერი იყოს ღრმა , ჩამჯდარი და არა მყვირალა .
2. მეტი ორიგინალურობისთვის , შეგიძლიათ , კედლის ნაწილი შეღებოთ და არც იმაზე იზრუნოთ , ფერებს შორის საზღვარი რამდენად სწორი იქნება .
3. მწვანე კედელი ყოველთვის ექცევა ყურადღების ცენტრში , თუმცა , თუ თქვენ ძელაკებიან კედელს მთლიანად შეღებავთ მწვანედ , ეს ბევრად ეფექტური , დინამიური და საინტერესო იქნება .
4. დიზაინერები ხშირად იყენებენ ერთ კედელზე ორ ფერს , ამ შემთხვევაში საინტერესო და ორიგინალური გადაწყვეტილებაა მწვანეს ორი ელფერის გამოყენება . თუმცა შერჩევისას კარგად დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება .
5. მუქი მწვანე უხდება იმ კედლებს , რომლებიც დიდი ვიტრაჟების მართობულნი არიან . ამ გზით , თქვენს ინტერიერში ყოველთვის იქნება ბუნებრივი , ცოცხალი და ჯანსაღი გარემო სიმყუდროვესთან ერთად .
6. ამ ფერის აქტუალურობა მხოლოდ კედლებს რა თქმა უნდა არ შეხებია და ავეჯის ფერებზეც აისახა . დიზაინერების ნამუშევრებში არც ისე იშვიათად შეხვდებით მწვანე კედლის ფონზე იმავე ფერში გადაწყვეტილ ავეჯს .
7. პოპულარულია მწვანეს კომბინაციები შემდეგ ფერებთან – ოქროსფერი , თეთრი , თბილი ხის ფაქტურები , მუქი წითელი , მუქი იასამნისფერი , ტერაკოტა , ვარდისფერი …
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ