მულტიფუნქციური სივრცე 16 კვადრატულ მეტრში
ტექნოლოგიების და მსოფლიოს განვითარებასთან ერთად , საცხოვრებელი სახლების ფორმები და ზომებიც იცვლება . ადამიანები ცხოვრების წესიდან გამომდინარე სულ უფრო ხშირად ირჩევენ მცირე ზომის საცხოვრებლებს . მაქსიმალური კომფორტი მინიმალურ სივრცეში მიღწევადია .

სტატიაში წარმოდგენილი 16 კვ.მ. ფართობის მქონე აპარტამენტი პარიზში მდებბარეობს . სახლ-სახელოსნო ორ იტალიელ არქიტექტორს – ენრიკო ბონასა და ელისა ნობილეს ეკუთვნის .

ინტერიერის ნახვისას ყველაზე თვალშისაცემი ჭერია , რომელიც ნაცრისფერი , თეთრი ფერებისა და მინიმალისტური ზედაპირების ფონზე გამოკვეთილია თავისი სიძველის ეფექტით და ასიმეტრიულობით .

სახლში აუცილებლად შენიშნავთ თეთრ კუბს , რომლის ერთი მხარე პატარა სამზარეულოს , წინა მხარე გადმოსაწევ საწოლს , ხოლო შიგთავსი კი აბაზანას აერთიანებს .

კედელზე ტრანსფორმირებადი მაგიდაა , რომელიც გადმოწევისას საკმაოდ დიდი ზომისაა და მისი გამოყენება როგორც სამუშაო , ასევე სასადილო ფუნქციითაც შეიძლება .


