ანტრესოლის დიზაინი
ანტრესოლის დიზაინი
რის მოწყობა შეიძლება ანტრესოლში
ანტრესოლი ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარულია . რა ფუქნციის მინიჭება შეიძლება მისთვის , რამდენად მაღალი უნდა იყოს ჭერი ანტრესოლის მოსაწყობად და როგორ გავაკეთოთ ყველაფერი სწორად – ამ კითხვებზე პასუხებს სტატიაში მიიღებთ .
რა შეიძლება ჩავთვალოთ ანტრესოლად ?
ანტრესოლი ფრანგული სიტყვაა , რითაც XVII-XVIII საუკუნეებში მოსამსახურეების ოთახს მოიხსენიებდნენ . დამატებითმა ნახევარსართულმა მოგვიანებით შეიძინა სახელოსნოს ან ბიბლიოთეკის ფუნქცია ევროპაში , მოგვიანებით კი გავრცელდა მთელ მსოფლიოში და მისი ფუნქციური დატვირთვაც უფრო მრავალფეროვანი გახდა .

რა ფუნქცია შეიძლება მივანიჭოთ ანტრესოლს ?
ეს შეიძლება იყოს :
– ოფისი
– გარდერობის ოთახი
– ლაუნჯ-სივრცე ტელევიზორითა და დივანით
– საძინებელი
– სათამაშო ოთახი
რა ფუნქციით არ შეიძლება ანტრესოლის გამოყენება ?
– აბაზანა
– საპირფარეშო
– სამზარეულო
– სან. ტექნიკის წერტილების საჭიროების მქონე სხვა სივრცეები
გამოყენება და მოწყობა
– ჭერის მინიმალური სიმაღლე მიზანშეწონილია იყოს 4.5 მ.
– ანტრესოლის ჭერის სიმაღლე სასურველია იყოს 2.1 მ.
– ანტრესოლის იატაკმა არ უნდა დაიკავოს სართულის 40 % .
– მიზანშეწონილია მხოლოდ ერთი ანტრესოლის გაკეთება ერთ სართულზე .
ფოტოები შთაგონებისთვის :









ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ