დეტალები ინტერიერში
დეტალები ინტერიერში
დეტალები , რომლებსაც დიზაინერები პროექტებში ხშირად იყენებენ
თუ თვალს ადევნებთ სხვადასხვა ბლოგებს , შენიშნავდით , რომ დიზაინერების პროექტებში არის ხშირად გამეორებადი დეტალები , სტატიაში სწორედ რამდენიმე მათგანზე წაიკითხავთ .
1. ლამინატი პარკეტის ნაცვლად
პარკეტი ნებისმიერ ინტერიერში ლამაზად გამოიყურება – სივრცეს უფრო მდიდრულს და მყუდროს ხდის , თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით , დიზაინერები ამ მასალას ლამინატის იატაკით ანაცვლებენ . ლამინატი უფრო იაფია , დროთა განმავლობაში ის დახვეწეს , მისი უარყოფითი თვისებების სია შემცირდა , ფერების და ფაქტურების რაოდენობა კი გაიზარდა . შესაბამისად შეგიძლიათ მისაღებ ფასად არჩევანი ლამინატზე შეაჩეროთ . მისი გამოყენება ასევე შეგიძლიათ გრანიტის მაგივრად – სამზარეულოში და ჰოლში . იქიდან გამომდინარე , რომ ფასებისა და ხარისხის საკმაოდ დიდი არჩევანია , თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ მისი სისქის , კლასის , გამძლეობისა და დამამზადებელი ქვეყნის მიხედვით .
2. აგურის კედელი
აგური ბოლო 10 წლის ნამდვილი ჰიტია , მისი გამოყენება თანამედროვე ინტერიერში თითქმის ყოველთვის შეიძლება , თუმცა მისი მინუსებიც არ უნდა დავივიწყოთ – აგური საკმაოდ ძვირადღირებულია და ხშირ რესტავრაციას საჭიროებს , ამიტომ დიზაინერები მისი იმიტაციისთვის სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ . შეგიძლიათ გამოიყენოთ კლინკერის ფილები , შპალერი , ა.შ.
3. მარმარილოს კედელი
ბოლო წლებში ნეოკლასიკის აფეთქების ფონზე , ალბათ ხშირად შეგხვედრიათ მარმარილოს კედლები ინტერიერებში . ეს მასალა რაღა თქმა უნდა მდიდრულად გამოიყურება დიზაინში , თუ მის გამოყენებას გადაწყვეტთ , მზად იყავით , რომ საკმაოდ დიდი თანხის გაღება მოგიწევთ . თუმცა აქაც შეგიძლიათ უფრო ბიუჯეტური გამოსავალის პოვნა , ერთ-ერთი დეკორატიული ნალესია მარმარილოს ეფექტით , ნამდვილ მარმარილოზე ბევრად იაფია და ფერებში და ფორმებშიც არ იქნებით შეზღუდული . ასევე ხელოვნური მარმარილოთიც შეიძლება კედლის მოპირკეთება და მისი ფასიც ასევე ბევრად დაბალია .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაემ