ვერტიკალური ბაღი
ვერტიკალური ბაღი
კოლონა – როგორც ვერტიკალური ბაღი
სან ფრანცისკოში , Ohana Floor – ის ოფისის დიზაინში ყველაზე საინტერესო ნაწილს კოლონები წარმოადგენს . გაშლილ სივრცეში არსებული 24 კოლონა დიზაინერებმა ვერტიკალურ ბაღებად აქციეს და ტროპიკული გარემო შექმნეს ცათამბჯენის ბოლო სართულზე .

კოლონების სიმაღლე თითქმის 4 მეტრია , ზედაპირების მთლიანი ფართობი კი – 325 კვ.მ -ს აღემატება და მათზე ვერტიკალური ბაღების გასაკეთებლად 25 000 მცენარე გამოიყენეს .

გამწვანებისათვის გამოიყენეს 128 სხვადასხვა სახეობის მცენარე , მათგან აღსანიშნავია ორქიდეის 48 განსხვავებული ჯიში , რომლებიც ფერებით განსხვავდება და თითოეულ კოლონას განსაკუთრებულს ხდის .

ასევე გამოყენებულია საკვებად ვარგისი მცენარეები : პიტნა , ტარხუნა და კამა , რომლებსაც შენობაში არსებული რესტორანი იყენებს .


ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ