სიმპროლიტი

დაპატენტებული პოლისტიროლბეტონი , რომელიც წარმოადგენს მსუბუქი ბეტონის განსაკუთრებულ სახეობას გაფუებული პოლისტიროლის გრანულებისაგან . ეს მასალა მიიღება პენოპლასტის გრანულების , პორტლანდცემენტის , წყლის და სპეციალური დანამატის საფუძველზე სპეციალურ დანადგარებში .

simprolit

რით გამოირჩევა სიმპროლიტი ?

 •  მისი გამოყენება შესაძლებელია , როგორც შემამევსებელი კედლისათვის ასევე მზიდი კედლისათვის .

•  თბოიზოლაციის მაღალი დონე

•  ძალიან მცირე მოცულობითი წონა ( სიმპროლიტის სიმკვრივეა 150 – 300 კგ / მ3 ) .

•  ნესტმდგრადობის მაღალი დონე ( მისი ორთქლგამტარობის თვისების შედეგად არ წარმოიქმნება კონდენსატი ) .

•  ყინვამდგრადობა

•  ეკოლოგიურად სუფთა

•  ხანძარსაწინააღდეგო თვისებები (პოლისტიროლბეტონი არის ცეცხლმდგრადი მასალა, რომელიც არ იწვის )

• “ სუნთქვის უნარი ”

•  კარგი ხმის იზოლაცია .

•  ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი ( 100 წელი და მეტი ) .

სიმპროლიტის უარყოფითი მხარე

• მაღალი ფასი სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით

simprolit

* შენიშვნა :  მიუხედავად ფასისა , საერთო ჯამში მთლიან სამშენებლო პროცესს ბევრად ეკონომიურს ხდის , სიმპროლიტ საშენი მასალები არის ძალიან მსუბუქი , 5 – 6 ჯერ მსუბუქი სხვა ანალოგიურ მასალებთან შედარებით,  პატარა მოცულობითი წონის გამო მათი ტრანსპორტირება 5-6 – ჯერ იაფი ჯდება , მოითხოვს მინიმალურ სხვა სამშენებლო მასალის დანახარჯს იქნება ეს ქვიშა , ცემენტი , არმატურა თუ სხვა .

simprolit

სიმპროლიტი თანამედროვე მშენებლობებში ხშირად გამოიყენება თავისი სიმსუბუქისა და თერმული თვისებების გამო . სიმპროლიტისგან ბლოკების გარდა მზადდება პანელებიც , რომელთა ზომა 1000 X 750 – ია , სისქე კი , 3 , 5 , 10 ან 12 სანტიმეტრი .

simprolit

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments