ოფისი ბელგიაში
ოფისი ბელგიაში
ოფისი ბელგიაში ინსპირირებული 1960-იანი წლების ფერთა სქემებით .
სტუდია Anton Hendrik Denys – მა და Steen Architecten – მა ბელგიაში ინდუსტრიული შენობა გადააკეთეს საოფისე შენობად გოფრირებული ლითონის მოპირკეთებით და ფერადი გრაფიკული დიზაინით .
სტუდიამ Anton Hendrik Denys – მა , Steen Architecten – თან თანამშრომლობით , ჰევერლიში არსებული საოფისე შენობა აიჩიეს და გამოიყენეს კომპანიის კორპორატიული იდენტობა დიზაინის შესაქმნელად , რომელსაც უწოდეს ‘’ თანამედროვეობის გადახვევა მოდერნიზმში ‘’ .
Aetelier – ოფისი შექმნილია IT საკონსულტაციო კომპანიისთვის ბელგიაში და მოიცავს სამუშაო ადგილების კომბინაციას , შეხვედრების ოთახებს , რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ღონისძიებებისა და კონფერენციებისათვის .
‘’ მიყვარს და ყოველთვის ვიყენებ მინიმალისტურ დიზაინს , მაგრამ ამავდროულად ვგრძნობ საჭიროებას საინტერესო დეტალების დამატების ‘’ , ამბობს სტუდიის დამფუძნებელი ანტონ ჰენდრიკ დენისი .
‘’ მოდერნიზმი ხშირად საოცრად აბალანსებს მინიმალურ ფორმებს ფერის შეხამებით და ახალი , უცხო მასალებით ‘’ . 1960 -იანი წლების თამამი ინტერიერის ფერების სქემებით ინფორმირებულმა დიზაინერმა ოფისის კედლებისთვის ღრმა ლურჯი ფერი აირჩია და გამოიყენა მწვანე იატაკი და ჩალისფერი ხალიჩები .
ოფისის შესასვლელთან მაგიდა და ლოქერები გადაწყვეტილია ნაცრისფერი ტონით , რომელსაც ფონად ხის პანელი აკრავს , ხოლო ლურჯი კედლები და ჭერი ფერად კონტრასტს ქმნის .

არსებული ჩამოვარდნილი ჭერი შეიცვალა წრიული ხმის საიზოლაციო პანელებით , რომლებიც ხაზს უსვამს სივრცის სიმაღლეს და მის ინდუსტრიულ მილსადენებს და მოწყობილობებს . მთელ ინტერიერში ჭერებს წრიული აკუსტიკური პანელები დაემატა , რომელიც იმეორებს დიდი ჰალო განათებების ფორმებს , ასევე კარადების დეტალებზე , რომლებზეც გამოსახულია წრიული ჭრა .
დენისმა ფერები გამოიყენა ინფორმაციულად სივრცეების განსაზღვისთვის . კომპანიის კორპორატიული ინდენტურობისთვის გამოყენებული ნარინჯისფერი ტონი შეირჩა სამზარეულოს ადგილებისთვის , ბარის , სველი წერტილებისა და რბილი ავეჯისთვის , რათა გამარტივდეს მათი პოვნა .
‘’ ჩემი კლიენტის მთავარი ფერის არჩევანი ნარინჯისფერი იყო , რაც მისასალმებელი დამთხვევა აღმოჩნდა და შესანიშნავი ამოსავალი წერტილი , ჩემი შუა საუკუნეებით შთაგონებული ფერების პალიტრის შესაქმნელად ‘’ – თქვა დენისმა .
შეხვედრების ოთახებში , ძირითადი ფერების ნაკლებად მკვეთრი ტონები გამოიყენეს , რომ შეექმნათ უფრო მშვიდი ატმოსფერო . მწვანე იატაკი განსაზღვრავს საერთო სივრეებს და უხელმძღვანელებს მომხმარებლებს შენობაში .
ვიზუალური ენა შეიმუშავა იააპ კვენელმა , ინფორმაციის დიზაინერმა , ხატწერისა და ნიშანთა შესაქმნელად , რომ თანამშრომლებმა და სტუმრებმა ადვილად შეძლონ სივრცეში ნავიგაცია .
ალუმინის მოპირკეთება გრძელდება კეთილმოწყობილ ეზოში , სადაც განთავსებულია მცენარეები , ასევე ნათელი წითელი ავეჯი და ბეტონის ხიდი , რომელიც აკავშირებს ოფისის ორ ნაწილს . ექსტერიერის დიზაინის მიზანი იყო მშვიდი და დახვეწილი ფასადის შექმნა , რომელიც გახდებოდა ნათელი ინტერიერის ჩარჩო . კონტასტის შექმნა ვერცხლისფერ ფასადსა და ინტერიერს შორის , რომლის ფანჯრებიდან მოსჩანს ლურჯი , ნარინჯისფერი მწვანე და ვარდისფერი კადრები .
დიზაინერის მიზანი იყო , რომ დაერღვია სტანდარტები იმის შესახებ , თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს საოფისე ფართები დღეს . ამას გარდა , მას სურდა ისეთი სივრცის შექმნა , რომლის რეორგანიზაციაც შეიძლებოდა , რადგან დრო განვითარდებოდა და ხალხს სხვადასხვა საჭიროება ექნებოდა მათი სამუშაო გარემოსთვის .







ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ