ოთახის განათება

ოთახის განათება

როგორ გავანათოთ ბნელი ოთახები

ხშირად , აპარტამენტის ყველა ოთახში დღის სინათლე ვერ აღწევს , რაც ცოტა ან პატარა ღიობისა და სახლის ფორმის ბრალი შეიძლება იყოს , ან ფანჯრების წინ მდებარე სხვა უფრო დიდი შენობის , რაც  დღეს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს . ამ პრობლემის მოსაგვარებელ რამდენიმე გზას გვთავაზობენ დიზაინერები და დეკორატორები .

შეარჩიეთ ნათელი ავეჯი
რაც უფრო ნაკლები მასიური კონსტრუქციის მქონე ავეჯი იქნება სივრცეში , მით უფრო მსუბუქი იქნება თქვენი ინტერიერი .
შეარჩიეთ ერთი სტილის ავეჯი და დეკორის სხვა ელემენტები .
თუ თქვენი მოსაწყობი სივრცე ძალიან ბნელია , არჩევანი გააკეთეთ მაღალი ფეხების მქონე ავეჯზე და ეცადეთ ყველანაირად შეამსუბუქოთ გარემო . ამისთვის შეგიძლიათ დადგათ შუშის მაგიდა , როგორც ჟურნალების , ასევე სასადილო .

ოთახის განათება

გაათავისუფლეთ ადგილი ფანჯრის წინ
თუ შესაძლებელია , მაქსიმალურად მოაშორეთ ფანჯარას ისეთი ნივთები თუ ავეჯი , რაც ხელს უშლის დღის შუქის ინტერიერში შემოსვლას .

გამოიყენეთ სარკეები
თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი კედელი , მაგალითად ჰოლში ან საძინებელში , მასზე სარკის დამაგრება ან ძირს დადგმა შეიძლება . სარკე ირეკლავს შუქს და უფრო ნათელს და ვიზუალურად დიდს ხდის სივრცეს .

ოთახის განათება

კარგად მოიფიქრეთ განათების ,, სცენარი „
სასურველია , რემონტამდე დაგეგმილი გქონდეთ ავეჯის განლაგება , შესაბამისად სანათების მდებარეობა . თუ საკმარისი დღის შუქი ვერ აღწევს თქვენს სახლში , მნიშვნელოვანია მას ხელოვნური განათებებით დაეხმაროთ . ყურადღება მიაქციეთ განათების ტიპს , ცივი განათება სივრცეს ზრდის , თუმცა არც ისე მყუდროა , ამიტომ არჩევანი ნეიტრალურ ტიპზე შეაჩერეთ .


ოთახის განათება

ყურადღება მიაქციეთ იატაკს
თუ თქვენ გინდათ მეტი სინათლის დამატება უკვე არსებულ და გარემონტებულ სივრცეში და თქვენი იატაკი მუქია , დიზაინერები რეკომენდაციას უწევენ პასტელური , ღია ფერის ხალიჩას , რაც რბილ ტექსტურას და მყუდროებას შემოიტანს ოთახში .

ოთახის განათება

შეამცირეთ კედლის დეკორების რაოდენობა
თუ თქვენი მთავარი მიზანია , რაც შეიძლება მეტი სინათლე სახლში , მაშინ მოერიდეთ ბევრ ნახატს , ფოტოებსა და ჩარჩოებს კედლებზე . ეცადეთ კედელზე 2-3 დეკორატიულ ნივთზე მეტი არ იყოს , მაგალითად – სარკე და ღია ფერის აბსტრაქტული , და შედარებით დიდი ზომის ნახატები .

ოთახის განათება
ოთახის განათება
ოთახის განათება

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ