რა ვუქნათ მორჩენილ შპალერს ?
რა ვუქნათ მორჩენილ შპალერს ?
ხშირად რემონტის შემდეგ , გვჩება გამოუდეგარი შპალერის მონარჩენები – მათი გადაყრა კი გვენანება , ამიტომ ისინი ხან სათავსოში იმტვერება ხან თაროებზე . სულ ცოტა ფანტაზია – და შეიძლება საინტერესო დანიშნულება გამოუძებნოთ მათ . ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე გავრცელებულ და ადვილ ხერხს .
- კარადებისა და კომოდების ზედაპირების დეკორირება .
კარადისა და კომოდის შიდა თაროებზე გადავაკრათ მორჩენილი შპალერი . მა გაფორმების ტიპს ევროპაში – ” ბებოს დიზაინს “უწოდებენ , მართლაც არის ამაში რაღაც ძველებური – ” დაჩის ” ხასიათი .
ძველი ავეჯი , რომელზეც გაკრულია შპალერი და შემდეგ საღებავით კონტურულად დამუშავებული , ძალიან ლამაზად გამოიყურება და რაც მთავარია ინდივიდუალურია . ინტერიერი მაშინვე შეიძენს თავის სტილს . ეს ყველაფერი სერიოზული და აკურატული სამუშაოა .
2. ბავშვის ოთახის დეკორირება .
ორიგინალური გადაწყვეტილება მათთვის , ვისაც დარჩა ბევრი სხვადასხვა სახის შპალერის დეტალები – გააკეთეთ მისგან მსოფლიო რუქა … და მორთეთ ერთი კედელი ბავშვის ოთახში . ესეთი გადაწყვეტილება იმით არის კარგი , რომ შემდგომში ბავშვმა თვითონ გააკეთოს მსგავსი აპლიკაციები , სხვადასხვა მასალებისგან : ჟურნალებისგან , ბარათებისგან და ა.შ . ასევე შეიძლება გამოიჭრას სილუეტები – ცხოველების და გაიკრას კედელზე .
3. კედლის დეკორირება .
ეს იდეა , ბიუჯეტური და ორიგინალური , იდეალურად გამოგვადგება გასაქირავებელი ბინისთვის ან ბინებისთვის რომელშიც კაპიტალური რემონტი არ არის და საჭიროა დროდადრო კედლების გახალისება . ლამაზი ნაქარგიანი შპალერი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ” ნახატი ” , მოვათავსოთ ჩარჩოში და გავალამაზოთ მისი მეშვეობით კედელი .
4. საწოლის გაფორმება
საწოლებს რომლებსაც არ აქვთ თავზე რაიმე ორნამენტი , შეგვიძლია ფანერისგან გამოვჭრათ რაიმე საინტერესო ფორმა და გავაკეთოთ ზემოდან მოჩითული შპალერი … და განვათავსოთ ფანერა ლოგინის თავზე . გამოვა არაჩვეულებრივი და ორიგინალური დიზაინერული შტრიხი თქვენს საძინებელ ოთახში