შეცდომები აბაზანაში
შეცდომები აბაზანაში
აბაზანის რემონტისას დაშვებული შეცდომები
აბაზანა ყველაზე პატარა სივრცეა საცხოვრებელში , მაგრამ მისი ღირებულება სამზარეულოს შემდეგ ყველა სხვა ზონას აღემატება . სველი წერტილის რემონტისას ხშირად უშვებენ შეცდომებს , მათი გამოსწორება კი დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული .
შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული , ამიტომ სტატიაში გაეცნობით რჩევებს რემონტის სწორად დაგეგმვისა და წარმართვისთვის .
1. რემონტის დაწყებამდე იზრუნეთ იმ ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრაზე , რაც შემდეგში გელოდებათ . დაგეგმეთ ყველაფერი და კარგად გათვალეთ ერგონომიკული თვალსაზრისით საჭირო სივრცეები და ზომები , მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ რემონტი .


2. არაპრაქტიკური მასალების შერჩევა
დიდი ხანია აღარ წარმოადგენს საიდუმლოს , რომ მუქი , პრიალა ან ძალიან გლუვი მასალები არ არის საუკეთესო არჩევანი სააბანაზოსთვის ( წმენდის თვალსაზრისით ) . ეცადეთ შეარჩიოთ ნეიტრალური ფერები და ზედაპირები . კარგი არჩევანია კერამოგრანიტი , რომელსაც წვეთები , ორთქლი და ა.შ. ძალიან არ ემჩნევა . თუ თქვენ მაინც გინდათ ძალიან პრიალა მასალის გამოყენება , მისთვის შეარჩიეთ ისეთი ადგილი , სადაც ყველაზე ნაკლებად აქვს წყალს შეხება .

3. იატაკის ზედაპირი
ხშირად ვიზუალის გარდა სხვა საკითხებზე არ ფიქრობენ , ამის ერთ-ერთი მაგალითი იატაკისთვის შერჩეული პრიალა ფილებია , რომლებიც სრიალებს და მათი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი .

4. დაუგეგმავი განათება
აბაზანების გასანათებლად ორი ხელოვნური განათების წყარო გამოიყენება – ბრა / დაკიდებული სანათი სარკესთან და წერტილოვანი განათება . განათება არ უნდა იყოს ზედმეტი , რათა სააბაზანო არ დაემსგავსოს საოპერაციო ოთახს .
5. დეკორის იგნორირება
იმისათვის , რომ თქვენი აბაზანა სანიტარულ ზონას არ დაემსგავსოს , გამოიყენეთ დეკორი . ხშირად ფიქრობენ , რომ სააბაზანოს სივრცეს დეკორატიული ელემენტები არ ჭირდება , თუმცა ეს ასე არ არის . გამოიყენეთ მცენარეები , ჩარჩოები , ფოტოები და სხვადასხვა ელემენტები , რაც თქვენს სააბაზანოს ხასიათს და სიმყუდროვეს შესძენს .




ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ