რემონტი

როგორ დავასხათ სტიაშკა მაიაკებით

როგორ დავასხათ სტიაშკა მაიაკებით  ( იატაკის მოჭიმვა )

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს , ასევე ბინის კაპიტალური რემონტის დროს , ყოველთვის დგება დრო , როდესაც საჭიროა იატაკის მოსწორება ( მოჭიმვა )

ყველა თანამედროვე იატაკის მოსაპირკეთებელი მასალა  მოითხოვს იდეალურად სწორ ზედაპირს , რომელიც ნამდვილად შესაძლებელია გააკეთოთ დამოუკიდებლად . მთავარია – ყველა ეტაპის ზუსტად შესრულება .
interieris dizaini

სანამ გავიგებთ თუ როგორ უნდა დავასხათ სტიაშკა მაიაკების საშუალებით , აუცილებელია გავიგოთ მოსამზადებელ სამუშაოებზე ინფორმაცია .  სტიაშკა უნდა დაესხას მყარ ზედაპირზე , ამიტომ პირველ რიგში უნდა მომზადდეს ეს ზედაპირი . თუ ამ ადგილას არის ძველი სტიაშკა , უმჯობესია მთლიანად გაუკეთდეს მას დემონტაჟი პერფორატორის მეშვეობით . თუ სტიაშკა ესხმება ბეტონის ფილაზე , აუცილებელია ყველა ნაპრალის ამოვსება ცემენტის ხსნარით , ყველაზე უკეთესი ამის გასაკეთებლათ არის წებოცემენტი .

საბოლო ჯამში მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად უნდა მივიღოთ მყარი , ჭუჭყისგან გასუფთავებული ზედაპირი .

stiashkis dasxma maiakebit

მარკირება

თავდაპირველად აუცილებელია ჰორიზონტალურ სისწორის დაცვა . ეს შეიძლება გავაკეთოთ ლაზერის ნიველირით ან უბრალო წყლის გამჭირვალე მილით . სიზუსტის შემოწმების საშუალება მთ თითქმის ერთნაირი აქვთ , ამიტომ არ აქვს აზრი ერჯერადი საჭიროებისთვის ძვირად ღირებული ლაზერის ყიდვას . ოთახების კედლებზე , მოსახერხებელ სიმაღლეზე კეთდება ნიშნულები . შემდეგ მათ შორის ტარდება კარგად შესამჩნევი ჰორიზონტალური ხაზი . ამის გაკეთება მოსახერხებელია საღებავიანი ძაფით .

შემდეგ აუცილებელია განისაზღვროს ყველაზე მაღალი და დაბალი წერტილი , რომელიც აქვს იატაკის ზედაპირს . ამისთვის ჩვენს მიერ გაკეთებული ხაზის მიმართ სახაზავის დახმარებით ვზომავთ მანძილს იატაკამდე . სადაც ზომა ყველაზე პატარაა , იქ არის ყველაზე მაღალი წერტილი იატაკის და ამიტომ ამ წერტილში იქნება სტიაშკის სისქე ყველაზე მინიმალური .

stiashkis dasxma maiakebit

 

შემდეგი ეტაპი :

იატაკზე უნდა დავხაზოთ  ზოლები , სადაც იქნება მაიაკები .  ამის კეთების დროს სასურველია დავიცვათ რამოდენიმე მოთხოვნა :

  1. სტიაშკის მოსწორება უმჯობესია გაკეთდეს მეტალის მოსასწორებლით . მოხერხებულობი მუშაობისთვის მიზანშეწონილია გამოვიყენოთ საშუალო ზომის სიგრძის ლითონი – 1,5 მეტრ სიგრძის .
  2. დაშორება მაიაკის ზოლებს შორის უნდა იყოს ლითონის მოსასწორებლის  სიგრძეზე მინიმუმ 20 სმ – ით ნაკლები .
  3. კედლიდან მაიაკის ზოლამდე უნდა იყოს მანძილი 5 – 10 სმ , ისე რომ მოსასწორებელი ლითონი იდებოდეს ორ მაიაკზე და წვდებოდეს კედელს .
  4. სტიაშკას ყოველთვის აკეთებენ ყველაზე მოშორებული კედლიდან და კუთხიდან მიმართულს გასასვლელისკენ .
  5. მაიაკები უკეთესია იყოს მეტალის , სიმაღლით 10 მმ . სტანდარტული სიგრძის 2 ან 3 მეტრიანი ლითონის მაგივრად უმჯობესია გამოვიყენოთ დაჭრილი ლითონები 1 – 1,5 მეტრის სიგრძის . ასე ადვილი იქნება მათი განთავსება
  6. stiashkis dasxma maiakebit

სტიაშკის დასხმა მაიაკების საშუალებით

სტიაკშკის დასასხმელად გამოიყენება ცემენტისა და სილის ნარევი . 3 – 4 ნაწილ სილაზე ერთი ნაწილი პორტლანდცემენტი ( მარკა M400 )

სილა სტიაშკისთვის უმჯობეია შეიძინოთ გარეცხილი , რადგან თიხა , რომელიც არის კარიერის სილის შემადგენლობაში , არბილებს სტიაშკას . იმისათვის რომ სტიაშკა იყოს მყარი – სილა ცემენტთან უნდა შევურიოთ შეფარდებით 1 – 3 თან  , თუ მოთხოვნა სტიაშკასთნ უფრო დაბალია , შეიძლება  1 – 4 თან .

საჭირო ინსტრუმენტები

  1. ხარისხიანი სტიაშკის ხსნარის მისაღებად სასურველია გამოვიყენოთ ბეტონის მრეველი  ან სამშენებლო მიქსერი . მაგრამ თუ ისინი მიუწვდომელია , მაშინე შეიძლება ავურიოთ ხსნარი ხელით , ლაფათკების საშუალებით
  2. სტიაშკის მოსასწორებლათ დაგვჭირდება სამშენებლო ლითონის მოსასწორებელი  ( პრავილა ) და შპატელი .
  3. მზა ბეტონის ხსნარის გადასატანად სამუშაოს ადგილას , დაგვჭირდება ვედრო და ურიკა

მზა ბეტონის ხსნარი მიგვაქვს დასხმის ადგილას და ვცლით მას მაიაკებს შორის . მუშაობია უნდა დავიწყოთ ყველაზე შორი წერტილიდან და მოვყვეთ გასასვლეილი კარისკენ . ჯერ უნდა გავაკეთოთ ერთი ზოლი მაიაკებს შორის , ხოლო შემდეგ გადავიდეთ მეორე ზოლზე . იმის შემდეგ რაც ხსნარი ჩამოვცალეთ მაიაკებს შორის ლაფატკის მეშვეობით თანაბრად ვანაწილებთ ისე , რომ მისი სიმაღლე ოდნავ აცდეს მაიაკების სიმაღლეს , ლითონის მოსასწორებლით მაიაკების პერპენდიკულარულად , ყველაზე შორი წერტილიდან ხსნარი მოგვაქვს ჩვენსკენ .

იმისათვის რომ მოსასწორებელი ლითონი ადვილად მოძრაობდეს , იგი უნდა ვამოძრაოთ მარჯვნივ – მარცხნივ . შედეგად უნდა მივიღოთ სწორი ზედაპირი ამობურცულების და ორმოების გარეშე .  სტიაშკის დასხმა მთავრდება ოთახიდან გასასვლელ კართან .

 

Leave a Reply