იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში

ეკლექტიკური სტილი ამ მომენტში ძალიან მოდურია . ყველა ჟურნალი , სატელევიზიო შოუ და ბლოგი გიჩვენებთ ეკლექტიკური ინტერიერის დიზაინისკენ სწრაფვას . მაგრამ კონკრეტულად რა არის ეკლექტიკური სტილი ?  მოუმზადებელი თვალისთვის როგორც ჩანს ,  ეს მხოლოდ  ნივთების სიმრავლეს წარმოადგენს , რომლებიც შემთხვევით დააგდეს , მაგრამ ისინი მაგიურად მუშაობენ . მაგრამ თუ ოდესმე შეეცდებით ეკლექტიკური დიზაინის შექმნას, ეს არც ისე მარტივია , როგორც ჩანს .   

  ლექსიკონის თანახმად ეკლექტიკა ნიშნავს ყველა სისტემის საუკეთესო ელემენტების მიჩნევას , შერჩევას და გამოყენებას . ეს სტილი უნდა გამოიყურებოდეს ისე , თითქოს ეს ყველაფერი მარტივად გაკეთდა, თუმცა ეს ერთ – ერთი რთული საქმეა ინტერიერის დიზაინში .

იმის ნაცვლად , რომ ფერების შერჩევისას ძალიან არ გარისკოთ , წინასწარ გაითვალისწინეთ თქვენი ფერების ძირითადი პალიტრა . ეს არის ის ,  რაც დაგეხმარებათ ჰარმონიული სივრცის შექმნაში , დაუგეგმავი სივრცისგან განსხვავებით . დასაწყებად აირჩიეთ ნეიტრალური პალიტრა და აქცენტის ფერი . თქვენი ინვენტარის შექმნისას შეგიძლიათ დაამატოთ ეს ძირითადი პალიტრა .

 რაც შეეხება კედლებს , დატოვეთ ისინი მარტივად , რადგან ისინი იმოქმედებენ მთლიან ფონზე . მუქი ფერი აღრმავებს შინაგან ინტრიგას , უფრო ნეიტრალური ფერები კი ქმნის მშვიდ ფონს , ხოლო შეღებილი აგური ან თაბაშირი მატებს ტექსტურულ ელემენტს . რაც უნდა გაითვალისწინოთ დასაწყისშივე საერთო სივრცეების დიზაინის შერჩევისას ეს ბუნებრივი სინათლეა .

  გამოიყენეთ ორნამენტებიანი ხალიჩები და ბალიშები , რომ ოთახში დახვეწილად შეიტანოთ სხვადასხვა დიზაინის ეპოქები . გეომეტრიულ ფორმებს , ფლორ – დე – ლისს და პოლკა წერტილებსაც კი შეუძლიათ შექმნან ესთეტიური ინტრიგა სხვა ონრამენტებთან გამოყენებისას . ერთი შეხედვით , საპირისპირო ორნამენტები ძლიერ ვიზუალურ სიამოვნებას და სიურპრიზს მატებს სივრცეს .

  თუ ყოველთვის გინდოდათ გალერეის კედელი , მაშინ ახლა სწორედ ამის დროა .. გალერეის კედელი ხასიათს და ინდივიდუალურობას ანიჭებს ნებისმიერ ოთახს და აქ ნამდვილად შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი ფანტაზია და ინდივიდუალიზმი .  წარმოაჩინეთ თქვენი უცნაური და შესანიშნავი ხელოვნების ნიმუშები , რომ ოთახში განსაკუთრებულობა და ხასიათი შეიტანოთ .

  ეკლექტიკური სტილის ძირითადი ელემენტია კონტრასტი და სხვადასხვა ტექსტურების გამოყენება . მარმარილო , გლუვი ტყავი , ხე ან ფოლადი , ნაქსოვი ხალიჩები ან უხეში ქვა და აგური ემატება ეკლექტიკური სახლის საყვარელ ესთეტიკურ ნარატივს . ეს კონტრასტი სწორედ ამ ინოვაციური კონტრასტის ცენტრშია .

  ეკლექტიკური სტილი შესანისნავია ავეჯის ფანტასტიკური ნივთებისა და უნიკალური ხელოვნების ნაკეთობების წარმოსაჩენად . მიჰყევით თქვენს ინტუიციას და იყავით დარწმუნებული , რომ ქმნით შემოქმედებითად კურირებულ სივრცეს .

  ყველა ავეჯს და დეკორაციას შეიძლება ჰქონდეს ისტორია , მაგრამ სხვადასხვა ობიექტები თქვენს ოთახში წარმოადგენენ საბოლოოდ ერთ მთლიანობას . იფიქრეთ ქანდაკებებზე ,  ვაზებზე , ჭაღებზე , მაგიდის ნათურებზე , აარჩიეთ ერთ – ერთი ნივთი და მიანიჭეთ მას განსაკუთრებული ადგილი ოთახში , ან შექმენით საყვარელი ნივთების კოლექცია და ამაყად განათავსეთ ისინი იქ , სადაც ყოველდღე შეგიძლიათ აღფრთოვანდეთ მათით .

  ეკლექტიკური სტილი დიზაინის ყველაზე პერსონალური სტილია : არ არსებობს მკაცრი წესები , არც ავეჯის სპეციფიკური სტილი ან ეპოქა , რომლის დაცვაც მოგიწევთ . ნდობით შეურიეთ სხვადასხვა დიზაინები , ტექსტურები და სტილები .

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ