მწვანე ფერი
მწვანე ფერი
მწვანე ფერის ფსიქოლოგიური გავლენა ინტერიერში
ღია ფერები ადიდებს ოთახებს , ხოლო მუქი ფერები სივრცეს უფრო ამცირებს , ამიტომ , როდესაც დიზაინერებს კონკრეტული განწყობის და ილუზიის შექმნა სურთ , ისინი ქმნიან საინტერესო დიზაინებს იმ სივრცეებში , სადაც კედლები უფრო მუქია . იგივე ეხება მასალებსა და განათებას . მათი შერჩევა და განთავსება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ სივრცეში ადამიანების ქცევაზე .

თეორიულად , ადამიანის თვალი და ტვინი საგანზე ასახულ სინათლეს ფერად აღიქვამს . ჩვენი თვალის ბადურას აქვს რეცეპტორები , რომლებიც მგრძნობიარეა ლურჯი , მწვანე და წითელი ფერის მიმართ , რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფერის აღქმაზე . ამ სამი ფერის კომბინაცია და ცვალებადობა ქმნის თვალსაჩინო ფერის სპექტრს , რომელიც ყველასთვის ნაცნობია . ამის შემდეგ , ადამიანის ტვინი ქმნის კავშირს მის მიერ დანახულ ფერს და იმ კონტექსტს შორის , რომლის დანახვასაც იგი მიჩვეულია , რაც გავლენას ახდენს ფერის ფსიქოლოგიურ აღქმაზე .

ინსტიქტურად , ადამიანის ტვინი მწვანე ფერს ბუნებას და მცენარეებს უკავშირებს . ბევრმა ფსიქოლოგმა და მკვლევარმა დაადგინა , რომ მწვანე სამკურნალო ფერია , რის გამოც ის ჩვულებრივ გამოიყენება კლინიკებსა და მოსაცდელ ადგილებში , თუნდაც მედია სტუდიებში . ასევე სასწავლო დაწესებულებებში ხშირად გამოიყენებენ მწვანე ფერს მოტივაციისთვის , შემოქმედებისა და წარმოსახვის პროვოცირებისათვის .

რაც შეეხება ინტერიერებს , დიზაინერებმა მწვანე ფერის გამოყენების რამდენიმე გზა იპოვნეს . გარდა კედლების მოხატვისა , დიზაინერებმა შემოიტანეს ბიოფილია , როგორც ინსპირაციის მნიშნელოვანი წყარო , ხელი შეუწყვეს კეთილდღეობას , ჯანმრთელობას და ემოციურ კომფორტს . მათ დიზაინში შემოაქვთ ბუნებრივი გამწვანება . ფერის თვალსაზრისით , მწვანე არის მრავალმხრივი ფერი , რომელიც კარგად ერწყმის ნეიტრალურ ფერებს , როგორიცაა ყავისფერი და ნაცრისფერი ფერები , რომლებიც ძალიან ხშირად გვხვდება საცხოვრებლებსა და კომერციულ სივრცეებში . მიუხედავად იმისა , რომ მწვანე გრილ ტონად ითვლება , მისი ფართო სპექტრის ტონები საშუალებას იძლევა კარგად დაუპირისპირდეს თბილ ტონებს , როგორიცაა ყვითელი და ნარინჯისფერი . ყოველივე ამის შემდეგ , მწვანე და წითელი ფერი ერთმანეთის საწინააღმდეგო ფერებია , ამიტომ ისინი ბუნებრივად ავსებენ ერთმანეთს .

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ