ლამინატის კლასი

რას ნიშნავს – ლამინატის კლასი ?

იატაკის მოსაპირკეთებელი ხარისხიანი მასალის არჩევა საკმაოდ რთულია . მაგალითად თუ არჩევანი შეაჩერეთ ლამინატზე , იცოდეთ რომ , მისი უამრავი ვარიანტი არსებობს . გაითვალისწინეთ , რომ განსხვავება არა იმდენად ვიზუალურ მხარეშია , არამედ უფრო საექსპლუატაციო – ტექნოლოგიური . ლამინატი იყოფა რამოდენიმე კლასად და რომ გავერკვეთ , თუ რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და რომელი უნდა ავირჩიოთ , აუცილებელია გავერკვეთ რამოდენიმე ნიუანსში :

რას ნიშნავს ლამინატის კლასი ?

პირველ რიგში , აუცილებელია გავერკვეთ რას ნიშნავს ლამინატის კლასი . მანამდე ღირს ორიოდე სიტყვით ავსხსნათ თუ რას წარმოადგენს ეს მასალა . ლამინირებული პანელი – არის მოსაპირკეთებელი მასალა , რომელიც რამოდენიმე ფენისგან შედგება . გამოიყენება იატაკის ზედაპირის მოსაპირკეთებლად და კედლების დეკორირებისთვის . პანელი შედგება შემდეგი ფენებისგან .

interieris dizaini

პირველი ფენა  – მას აქვს ე.წ ბგერაიზოლაციის ფუნქცია , ის აძლევს პანელს მექანიკურ მდგრადობას .

საშუალო ფენა  – არის უმაღლესი სიმკვრივის დაპრესილი ხის ბოჭკოვანი ფილა . მას აკისრია ძირითადი ფუნქციები და წარმოადგენს პანელის ფიზიკური გაბარიტების ყველაზე დიდ ნაწილს .

დეკორატიული ფენა – მზადდება უბრალო ქაღალდისგან , რომელსაც აქვს აცილებელი შეფერილობა , მაგალითად ხის ტექსტურის იმიტაციით .

ზედა ფენა – ეს არის სინთეთიკური ფენა ( აკრილი ან მელამინი ) , რომელიც იცავს დაზიანებისგან მთელ ელემენტს.

ჩამოთვლილი ფენების დამზადებისთვის გამოიყენება სხვადასხვა მასალები. მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სისქე , სიმკვრივე წარმოების ტექნოლოგია და ა.შ  . ეს განსხვავებები ქმნის ლამინატის კლასს . სხვა სიტყვით რომ ვთქვათ , მასალების ექსპლუატაციური დახასიათება , მათ შორის ყველაზე მთავარი – მექანიკური სიმყარე და ზემოქმედების მიმართ მდგრადობა – აი , ეს არის ლამინატის კლასი .

laminatis klasis archeva

როგორი შეიძლება იყოს ლამინატის კლასი ?

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინეით ლამინირებული პანელები შეიძლება პირობითად დავყოთ რამოდენიმე კლასად . ლამინატის კლასი მითითებულია შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში . მასალის მარკირებისას გამოიყენება ორნიშნა ციფრი , პირველი აღნიშნავს ექსპლუატაციურ მიმართულებას , ხოლო მეორე დატვირთვისადმი წინააღმდეგობის გაწევის ხარისხს . უხეშად რომ ფთქვათ , რაც მაღალი რიცხვია  , მით მყარია პანელი .

ლამინატი დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო და საწარმოო მოხმარებისთვის .

21 კლასი

გამოიყენება იატაკის ზედაპირის მოსაპირკეთებლად ბინებში , რომლებშიც ნაკლები მექანიკური დატვირთვაა .

22 კლასი

გამოიყენება ბინებში , მაგრამ ხასიათდება მაღალი გამძლეობით , ვიდრე ზემოთ დასახელებული ვარიანტი .

23 კლასი

ყველაზე გამძლე , სხვა ვარიანტებთან შედარებით . გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით .

31 კლასი

შეგიძლიათ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო და ასევე საწარმო მიზნებით , როგორც ყველაზე მყარი მასალა .

32 კლასი

კიდევ უფრო მყარი , ვიდრე წინა ვარინტი , ამიტომ მას საწარმო მიზნებით გამოიყენებენ .

33 – 34  კლასი

ასეთ ლამინატს აქვს საუკეთესო მაჩვენებლები , როგორც მექანიკური სიმყარის , ასევე ზემოქმედებიდან თავის დაცვის მაღალი ხარისხის თვალსაზრისით . ის გამოიყენება საწარმოო დანიშნულებით , ქიმიური ობიექტების ჩათვლით .

laminatis klasis archeva

უნდა გვახსოვდეს , რომ ლამინატის კლასი განსაზვრავს მის ფასს და გამოყენების ვარიანტებს .ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად გავერკვეთ ამ საკითხში .

რეკომენდაციები ლამინატის არჩევისას

ლამინატის გამოყენების დროს ოპტიმალური ვარიანტის მოძებნისას , უნდა გადავწყვიტოთ რიგი საკითხები , რომელთა შორის მთავარია – მასალის გამოყენების მიზანი . აქ შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე ნიუანსი :

  • დაბალი კლსის ლამინატი გამოდგება საძინებელსა და ბავშვის ოთახში . გამტარიანობა აქ დაბალია , ამიტომ ამ ტიპის მასალა საკმარისი იქნება
  • შესასვლელის , სამზარეულოს და მისაღები ოთახებისთვის სჯობს გამოვიყენოთ 23 ან 31 კლასი , იმიტომ რომ დატვირთვა ამ ოთახებში მაღალია .

laminatis klasis archeva

სამზარეულოს ლამინატის შერჩევის დროსყურადღება უნდა მივაქციოთ იმას , თუ რამდენად ეწინააღმდეგება ქიმიური ნივთიერებების და წყლის ზემოქმედებას . ასევე უძლებს თუ არა მექანიკურ ზემოქმედებებს ( დარტყმას , გახვრეტას , გაჭრას )

რაც შეეხება საწარმოებს , უნდა გავითვალისწინოთ ის დატვირთვა , რომელიც ექნება იატაკს . მაგალითად , მაღაზიისთვის აუცილებელია ლამინატს ჰქონდეს დამცავი ფენა , რომელიც მას დაიცავს ცვეთისგან , ხოლო სასაწყობე შენობებისთვის ყურადღება უნდა მიექცეს იატაკის მექანიკურ მდგრადობას .

laminatis klasis archeva

ლამინატის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ის რომ , რაც უფრო დაბალია კლასი , მით უფრო ხანმოკლეა მისი ექსპლუატაციის დრო . მაგალითად , 21-22 კლასის ლამინატი გემსახურებათ 2-3 წელი , ხოლო 33 კლასი კი 10 -15 წლამდე .

აღსანიშნავია ისიც , რომ ყველაზე ხშირად გამოყენებად ვარიანტებს ( 23 და 32 ) აქვს ფერის და ტექსტურის დიდი არჩევანი .

laminatis klasis archeva

ლამინატის ფიზიკური გაბარიტები დამოკიდებულია მის კლასზე და განსხვავდება ერთმანეთისგან  კლასი თუ მაღალია – პანელი სქელია . ხშირად ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს , მაგრამ ხანდახან ავეჯის დადგმისას საკითხი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი .

laminatis klasis archeva

ლამინატის არჩევისას მნიშვნელობა ენიჭება მის ფასს . გასაგები მიზეზების გამო , რაც მაღალი იქნება ლამინატის კლასი , მით მეტის გადახდა მოგვიწევს . ზუსტად ამიტომ თუ არ გსურთ თქვენი იუჯეტის გადახარჯვა , მიაქციეთ საკმარისი ყურადღება ლამინირებული პანელის შერჩევას .

 

 

 

Comments

comments